“ადეიშვილის ხელის ბიჭი ზარდიშვილი რომ “კაცობს” ეგ ასმაგად გულისამრევია” – ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ბესელიასადმი დამოკიდებულება არასოდეს შემეცვლება, უფრო პირიქით. მაგრამ ქალს რომ ებლტავები, რომ მოგცხებს ცხვირპირში დამსახურებულად და მერე ხულიგნობის გამო ლანძღავ – ეგ რაში წერია ვინმე გამაგებინოს?! კაცობაა? პოლიტიკოსობაა თუ რა არის საერთოდ? თან ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი ზარდიშვილი რომ “კაცობს” ეგ ასმაგად გულისამრევია. ხომ უნდა მოახერხო და ბესელიას დამცველად გამომიყვანო რა. ოცნება კი არა ჭუჭყის ფსკერია