“აი, ამ გულისამრევი ქალისგან ცრუ კერპის შექმნა… იყო 9 წლიანი მმართველობის სამარცხვინო ლაქა” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
აი, ამ გულისამრევი ქალისგან ცრუ კერპის შექმნა ,როგორც დემოკრატიული და კეთილგანწყობილი “კარგი რუსეთის” სახისგან, კი იყო 9 წლიანი მმართველობის სამარცხვინო ლაქა. და ვისაც ეს ძალიან ჭკვიანი ეგონა, ენის ჭარტალი “ჭკვიანური გვარების” ხსენებით და აპლომბით დასკვნების კეთება – ჭკუის დასტური, მან მხოლოდ საკუთარი უჭკუობა, განათლების მძიმე ვაკუუმი და ღრმა პროვინციალიზმი (თან, რუსული ცენტრიდან ათვლით) დაადასტურა.
საუბარია რუს ჟურნალისტსა და მწერალზე, იულია ლატინინაზე.