“ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება… ვაჟას გმირი მივიდა დასკვნამდე, რომ მუსლიმიც ცხონდება” – ლევან ბერძენიშვილის სკანდალური ლექცია(ვიდეო)

ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა საჯარო ლექციის დროს განაცხადა.
ბერძენიშვილის ლექციას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა და დიდი გამოხმაურება მოყვა.
“ალუდა ქეთელაური რაზეა?! ალუდა ქეთელაური სხვათაშორის იმაზეა რაზეც არავინ არასდროს არ ლაპარაკობს, იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება. არავის არ უნდა ამის დანახვა, რადგან 87% მართლმადიდებელია,ვაჟაც გვიყვარს, პატრიარქიც გვიყვარს….
ვაჟას გმირი მივიდა ბოლოს იმ დასკნამდე, რომ მუცალს უნდა შესწიროს შავი კურატი, ეუბნებიან, რომ არ შეიძლება, იმიტომ, რომ მუცალი არის მუსლიმი, მუსლიმის ცხონება არ არსებობს.
ავაზაკი ცხონდა და ახლა არ მითხრათ ქრისტიანი იყო და პატრიარქმა მონათლაო. მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც ცხონდება და ლეონდარდო დავინჩიც შეიძლება. არაა ყველაფერი ისე, როგორც ჩვენი გაუნათლებელი სამღვდელოება ამბობს” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.