“ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი. იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო” – უგულავა რუსთავიორის შესახებ

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი. იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო. დაეცა მწარედ და ცინიკურად. ალყა პატიმრობაზე რთულია. ციხიდან ოდესღაც გამოხვალ, ალყიდან, ბორხესის კვალად, ალბათ სულ დაცემული . მაგრამ დაეცით ბრძოლით და თავაწეული. ნიკოლსონის მაკმერფის ეს სურათი შენ გეკუთვნის Nika Gvaramia, იმიტომ რომ მარცხი დაგავიწყდა ან დაივიწყე, ახლა ეს უკვე ერთი და იგივეა. რუსთავი2 დიდი ხანია უკვე იდეაა, რომელიც არ დაინგრევა და თუნდაც სულ რომ დაიფერფლოს, ფერფლის სახით მოედება ქვეყანას და არ მოგვასვენებს. ასე რომ მეგობრებო – ჭიქა ნახევრად სავსეა და არასდროს იქნება ცარიელი