“ამაზონის ტყეებთან დაკავშირებული “ქველმოქმედება” ბლეფია და წარმოადგენს ერთგვარ საშვს ბრაზილიის ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბაზარზე” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:
როგორც ნელ ნელა ირკვევა და ამას ბრაზილიური სოცქსელების მონიტორინგიც ადასტურებს, ამაზონის ტყეებთან დაკავშირებული “ქველმოქმედება” ბლეფია და წარმოადგენს ერთგვარ საშვს ბრაზილიის ბუნებრივი რესურსების (მეტწილად ფერადი მეტალის) მოპოვების ბაზარზე. თუ გავიხსენებთ, ივანიშვილების ოჯახის ინტერესებს RMG Gold-ში (არ-ემ-ჯი გოლდი), შეიძლება ბერას ქველმოქმედების მიზეზიც გამოვიცნოთ.
ცხადია, ეს არ არის დადასტურებული ფაქტი და მხოლოდ ვერსია გახლავთ. მკითხველს კი შევახსენებ, რომ ეს ის ცნობილი არ-ემ-ჯი გოლდია, რომელმაც საყდრისი ააფეთქა.