“ამაზრზენია ქალთა უფლებებზე იმ ადამიანების საუბარი, ვის გამოც ასი ათასობით ქალი (დედა) გადახვეწილია უცხოეთში ოჯახის სარჩენად” – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში წერს :
“ხაჭაპურის ნარატივი”
ქალის საკრიტიკო მეტაფორად “ხაჭაპურის მცხობელის” გამოყენება, რომ ქაჯობაა ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ფარისევლობა და ამაზრზენია ქალთა უფლებებზე იმ ადამიანების საუბარი, ვისი დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო ასი ათასობით ქალი (დედა) გადახვეწილია უცხოეთში ოჯახის სარჩენად. (მათ შორის ხაძარაძის ყაჩაღურ-მევახშურ საბანკო საქმიანობის გამო). უსინდისოდ აკეთებენ კომენტარებს ის გაქსუებული პერსონები, ვინც მრავალშვილიან დედებს 20 ლარი დაუნიშნა შემწეობად ან გაწირა ქალები არადამიანური, დამამცირებელი ყოფისათვის.
ჰოდა ასეთებს ქალიც, კაციც, ბავშვიც და მათი უფლებები სულ ფეხებზე კიდიათ, მთავარია მათი სტომაქი მუდამ უზრუნველყოფილი იყოს ცხელი ხაჭაპურით.