“ამას ვიძახდით მოღალატეებად რომ შეგვრაცხა და პარტია დაშალა, ენმ-ისგან ნომრის გარდა აღარაფერია დარჩენილი”- თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მშვენიერი ამბავია – ამას ვიძახდით ორი წლის წინ, მოღალატეებად რომ შეგვრაცხა და პარტია დაშალა.
ახლა ენმ-ისგან ნომრის გარდა აღარაფერია დარჩენილი, სააკაშვილის მთავარი პარტიული საყრდენი – რუსთავი ორია. ამიტომ იოლად დათმო.
მაგრამ, თუ რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკასაც დაეტყობა სააკაშვილის ჩაწევა – მხოლოდ მივესალმები (სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მაინც). ეს ნამდვილად გააძლიერებს ოპოზიციურ ფლანგს.