“ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ ყოველდღე იქით ეღადავებიან და ტროლავენ მთელ მახინჯ სისტემას’ – ზუკა ბერძენიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ეს ხალხი თავისი სიმტკიცით, ჭკუით და სიმართლით, ახერხებს მთავარს: სიმშვიდეს ურღვევს თვითონ ბიძინას! ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ ყოველდღე იქით ეღადავებიან და ტროლავენ მთელ მახინჯ სისტემას, რომელიც ხან წყალს პარავს, ხან კარავს ურბევს, ხან აგინებს და ხანაც ცილს სწამებს… და ბიჭები კიდევ აქეთ გვიხდიან მადლობას ყველას ვინც პარლამენტთან ვიკრიბებით, თბილისს მაინც სხვა ძალა აქვს და აბა თქვენ იცითო… მე ამათ გასამხნევებლად მეგონა მოვდიოდი და ყველანაირად იქით დამაკვალიანეს…
მე მგონია რომ აღარ ღირს მათი ასეთი თავგანწირვა, ბოლო-ბოლო საერთო საქმესაც ჯანზე და გონზე სჭირდებიან, თავისთავად რადიკალურ მსხვერპლშეწირვაზე რომ არაფერი ვთქვათ… მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველაზე კარგად ამათ იციან რას შვებიან, ცალი ხელით ფიზიკურად მოქსეულ ფსკერებს ებრძვიან და მეორეთი ტროლებს უმწარებენ ცხოვრებას ფეისბუქზე… ამათთვის რაღა უნდა მეთქვა უჩემოდ რომ არ იცოდნენ ვეღარც მოვიფიქრე… ერთი ისღა ვუთხარი, რომ თუ კიდევ აღმოჩნდებიან სამასკაციან ალყაში, იცოდნენ რომ იმ ალყას თავისი სამასათასიანი ალყა არტყია, რომელიც კბილებით დაიცავს ბიჭებს და არასდროს იგრძნონ თავი მარტო… ეგეც იცოდნენ, უბრალოდ აღარ გამიტეხეს და კიდე აქეთ გვიხადეს ათასი მადლობა…
#გახარიაგადაშენდი