“ამერიკულმა კომპანიამ კონტი ჯგუფმა გადაწყვეტილება შეცვალა და ანაკლიის პროექტში რჩება”

ნაციონალური მოძრაობის წევრი მაიკო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყუნებს:
რა ხდება ამხანაგო ბიძინა??!…
ხომ მშვიდობაა თქვენს თავს?.. 🤔😄ამერიკულმა კომპანიამ კონტი ჯგუფმა გადაწყვეტილება შეცვალა და ანაკლიის პროექტში რჩება. 🇺🇸❤️
……..
✔️ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება ანაკლიის პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.✔️ამერიკული კონტი ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციონერი იყო. პროექტის დატოვების გადაწყვეტილება მათ ორი თვის წინ, 15 აგვისტოს მიიღეს.
✔️ შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომ ამერიკელები მოხარული იქნებიან, თუ ანაკლიის პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.