“ამის შემდეგ მიიღო ქვეყანამ გადაწყვეტილება კონსტიტუციური წყობილების აღსადგენად საჯარისო ნაწილების შეყვანისა…” – რას აცხადებს ინანეიშვილი აგვისტოს ომზე

“ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ნოდარ ინანეიშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ წერს:
ე.წ. საქართველოს პრეზიდენტს და ამავდროულად უმაღლეს მთავარსარდალს უნდა ავუხსნათ რომ:
1. სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ იწყებს (ფიზიკურად შეუძლებელია)
2. სამხედრო ქმედებები, რომელიც დავიწყეთ ჩვენ ( ლეგიტიმურად და საჭიროებისამებრ) მიმართული იყო არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არამედ ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ.
3. ცეცხლი გაიხსნა რუსეთის მიერ ( ოსების ხელით)
4. საპასუხო ცეცხლის გახსნამდე სააკაშვილმა მოუწოდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისაკენ და რეგიონის დემილიტარიზაციისაკენ.
5. იაკობაშვილი ჩასული იყო ,,ოსეთში”( ცხინვალის რეგიონი) სიტუაციის მოსაგვარებლად, მაგრამ მტრის მხრიდან არავინ არ შეხვდა ( სერიოზული)
6 . საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ცალხმრივად ( ანუ ჩვენ) ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რასაც საპასუხო მხრიდან მოყვა ცეცხლის გაძლიერება
7. ამის შემდეგ მიიღო ქვეყანამ გადაწყვეტილება კონსტიტუციური წყობილების აღსადგენად საჯარისო ნაწილების შეყვანისა!!!