““ამოისვი ოკუპაცია” – ასეთი ტუალეტის ქაღალდი ხვალ შეიძლება შენი გახდეს”- დომენიკ მანგო მავთულხლართებიან ტუალეტის ქაღალდებს ყიდის

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გააზიარე: “ამოისვი ოკუპაცია” – ასეთი ტუალეტის ქაღალდი ერთადერთი არსებობს საქართველოში და ხვალ შეიძლება შენი გახდეს. მყიდველი ორმაგად ამოისვამს რუსების მავთულხლართებს, რადგან ამ ტუალეტის ქაღალდის ღირებულება მთლიანად ჩაირიცხება რუსეთ-საქართველოს თემატიკაზე ინგლისურენოვანი კლიპის ბიუჯეტში. მომენტალურად გახდება პოპულარული და დიდ წვლილს შეიტანს მოქალაქეების გაძლიერებაში, რომ მათ შეძლონ და მსოფლიოს გააგონონ საქართველოს ხმა. ტუალეტის ქაღალდის ღირებულება 5000 ლარია, მსურველებმა კი მომწერეთ whatsapp: +995599960022
⭕️ კლიპის შესახებ:
➡️ამ შემოქმედებითი კლიპით ჩვენ მთელს მსოფლიოს ვეტყვით, რომ ჩვენ არა თუ რუსეთის ნაწილი, არა თუ რუსული ენით მოსაუბრე, არა თუ რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყანა
➡️არამედ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყანა ვართ, რომელიც თავისი მიწებისა თუ ხალხის სიმცირის მიუხედავად, უკვე 2 საუკუნეა არ ნებდება და იბრძვის დამოუკიდებლობისთვის.
➡️გავაგონოთ მთელ მსოფლიოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების შვილების, ცოლების, დედების ხმა და ისე მივიტანოთ ეს ყველაფერი ადამიანებამდე, რომ გულგრილი არავინ დარჩეს ჩვენი ქვეყნის წინაშე.
➡️გული გავუკეთოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჩვენოთ მათ, რომ სადაც ხალხის ერთიანობაა იქ ყველაფერი შესაძლებელი ხდება, რომ სწორედ ერთობა და შემართებაა ყველა გამარჯვების საწინდარი.🔷ჩვენ ერთად შევქმნით ამ შედევრს და ათწლეულების მანძილზე იამაყებს ამით ჩვენი თაობები! ეს პირობაა, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ!