“ამ ანგელოზს რომ გვერდს აუვლი და ამ მეორე ჯოჯოზე ფიქრით ღამეს ათენებ და ამას არც მალავ შენს თავში, გადახრა გაქვს აბა რაა!” – ლაშა ცუცქირიძე

მოქალაქე ლაშა ცუცქირიძე სოციოალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ვინც პირადად მიცნობს იცის ჩემი ხასიათი, საკმაოდ აგრესიული და იშვიათად ემოციურ ფონზე უკონტროლოც ვხდები როდესაც ერთი ადამიანის მხრიდან მეორეზე განხორციელებული ბულინგის მომსწრე ვარ, მიუხედავად ამ ხისტი ხასიათისა ჩემი მეგობრები დამემოწმებიან, რომ არასდროს ვყოფილვარ ჰომოფობი და არასდროს დავინტერესებულვარ უმცირესობათა ცხოვრების წესით და მითუმეტეს მათი დევნით, მაგრამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა, რომელსაც ბოლო არ უჩანს და გადაფარა ყველა ძირეული და ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც ამ ქვეყნის ფიზიკური არსებობის, ყოფნა-არყოფნის საკითხია ამიშალა ნერვები და ისევ ახალგაზრდობის დროინდელი უმართავი ემოციები და მისი გამოხატვა მაიძულა!
შეხედეთ ამ ორი ადამიანის სურათს!
ამ ანგელოზს რომ გვერდს აუვლი და ამ მეორე ჯოჯოზე ფიქრით ღამეს ათენებ და ამას არც მალავ შენს თავში, გადახრა გაქვს აბა რაა! არ გერჩით, მაგრამ ნუ შეგვ..ით თქვენი სენტიმენტებით!
“სიყვარულსა მალვა უნდა”-მაინც ქენით, მახსოვს ბავშვობაში ჩემი კლასელი ელისო მიყვარდა და ისე მრცხვენოდა მისი მთელი ექვსი გაკვეთილი ჭარხალივით წითელი ვიჯექი სკოლის მერხზე, იმ დროს რა მათქმევინებდა მაგას🙂 ამით იმის თქმა მინდა რომ შესაძლებელია გრძნობების კონტროლი!