“ამ ბიჭუნას ყოველი წარმატება თქვენი დიდი დამსახურებაა , სწავლა უნდოდა რის შანსიც თქვენ მიეცით” – მადლიერი დედის ემოციური წერილი მამა პეტრეს

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში იმ დედის წერილს აქვეყნებს, რომლის შვილსაც ის დაეხმარა.
“ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.მადლიერების განცდა და სწორი გამოხატულება.მიხარია, ყველას წარმატება. მერე ის მიხარია, რომ ადამიანი ასე გულითად მადლობას ამბობს… ეს სტიმულია, მოტივაცია, აკეთო მეტი და კიდევ უფრო მეტი!..” – წერს მამა პეტრე.
“მამა პეტრე ყველაფრისთვის მადლიერი ვარ თქვენი, ამ ბიჭუნას ყოველი წარმატება თქვენი დიდი დამსახურებაა თქვენ მიეცით ის რაც იმ დროს ჭირდებოდა ძაან ჯიუტად უნდოდა სკოლაში სწავლა რისი შანსიც სხვა სკოლებისგან არ მიეცა მხოლოდ თქვენ შეუგრძენით მისი დაჟინებული სწრაფვა სწავლისკენ . თქვენით უსაზღვროდ მადლიერი მშობელი ამ ჟამად ემიგრანტი .ეს ბიჭუნა დღეს სტუდენტია ამერიკს შეერთებული შტატების კერძოდ ნიუ იორკის ერთ ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში 80% დაფინანსებით აიყვანეს მეცნიერბის ფაკულტეტზე ეს ბიჭუნა ბადრი ისიანია და ის თქვენი უზომოდ მადლიერია სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია იმ მადლიერებისრასაც ჩვენ ეხლა განვიცდით უფალმა დაგლოცოთ მამაო დღეგრძელობა და უფლის წყალობა თქვენს შვილებს” -ნათქვამია დედის წერილში.