“ამ ბოლო დროს ერთი უცნაურობა დამსდევს თან… რაღაც იდუმალი და პარალელური სამყარო აღმოვაჩინე”

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ამ ბოლო დროს ერთი უცნაურობა დამსდევს თან) აურაცხელი რაოდენობის ჯგუფები მიწვევენ, საოცარი სათაურებით: როგორ ვჭამოთ , როგორ გავიღვიძოთ, სახე როგორ დავიბანოთ და კბილები როგორ გავიხეხოთ… მე აზრზე არ ვიყავი ამ ჯგუფების არსებობის და ჩემთვის რაღაც იდუმალი და პარალელური სამყარო აღმოვაჩინე. კარგი სტატია გაკეთდებოდა ამ თემაზე.
აბა გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით სიმართლე: რამდენ ჯგუფში ხართ გაწევრიანებული და რა სიკეთე მოაქვს მას თქვენთვის?
პიონერები ამ კუთხით ჯორჯიან მამზ იყვნენ, თუ არ ვცდები