“ამ ეკლესიაში თავად პატრიარქმა გამაგზავნა და თუ სადმე არასწორ გარემოში მიშვებდა მას უნდა მოვთხოვო პასუხი”- დედა სიდონია დედა ელპიდეს პასუხობს

სასულიერო პირი დედა სიდონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
საპატრიარქოს მონაზონი ავრცელებს დეზინფორმაციას და, 2 წელია არ ვაქცევ ყურადღებას მის სოციალურ ქსელში ცილისმწამებლურ როლს და აქტივობებს.
25 წლის წინ მე თავად მისმა უწმინდესობამ მაკურთხა და მიწოდა – დედა სიდონია. შემმოსა იღუმენია ქეთევანმა. მამა გაბრიელი გვედგა იქვე გვერდით.
წერს რომ, ვარ გაურკვეველი ეკლესიის წევრი საბერძნეთში.
დიდი ცილისწამებაა და მონაზონს არ შეშვენის დედა ელპიდევ, ეს ეკლესია ოფიციალური ელადის ეკლესიაა.
და კიდევ, ამ ეკლესიაში თავად პატრიარქმა გამაგზავნა და, თუ სადმე არასწორ გარემოში მიშვებდა, გამოდის, მას უნდა მოვთხოვო პასუხი?
ჩემი აქტივობა თუ დასაძრახია, თქვენსას რა ვუწოდო არც კი ვიცი. შორს ყოველგვარი ქრისტიანული სიყვარულისგან და თანალმობისგან.
თქვენ არცხვენთ პატრიარქს!
და, ასეთი სიცრუის მერე, შენდობის თხოვნის გარეშე ეზიარებით?