“ამ მთავრობის პირობებში საქართველოს სრული ოკუპაცია რუსეთის მხრიდან არის გარდაუვალი” – ნუგზარ წიკლაური

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ოკუპანტი რუსეთის დომინაცია უკვე მთელ
საქართველოში არის ტრაგიკული რეალობა და ამას ობიექტური დამკვირვებლები და ანალიტიკოსები კარგად ხედავენ.ამ მთავრობის პირობებში საქართველოს სრული ოკუპაცია რუსეთის მხრიდან არის გარდაუვალი.
თუ რამეზე უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია, ეს არის სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ქუჩის პროტესტის ორგანიზება და მისი ჩამოცილების უკომპრომისო გეგმა.
საარჩევნო სიები მოიცდის, საარჩევნო სიები ახლა მეათასეხარისხოვანია.