“ამ სიტყვაზე კორონავირუსი შინდება, პანიკდება და გარბის, ზუსტად ისე როგორც სპარსელები…” – კორონას დასამარცხებელი გზა ძველი ბერძნებისგან

სოციალურ ქსელში კორონა ვირუსთან დაკავშირებით მრავალი სახალისო პოსტი გავრცელდა, გთავაზობთ ერთ-ერთს, რომელიც Trivia Tatia Moonson – მა გაავრცელა. თუ გაინტერესებთ რაკავშირია ძველ ბერძნებსა და კორონა ვირუსს შორის ეს სტატია ნამდვილად დაგხმარებათ.
“კორონავირუსით დაშინებულებო, მომისმინეთ ახლა თქვენ მე:
ეს მომართული ყმაწვილი, რომელიც ძველი წ. მე-5 საუკუნის ვაზაზეა გამოსახული, პანი გახლავთ. ამისმა ტემპერამენტმა შეიწირა ტყის ნიმფების ნერვები, რომ იცოდეთ. აეგრე, გამოხტებოდა უცაბედად საიდანღაც და გარდა იმისა, რომ აშკარად შესამჩნევი ტემპერამენტით აშინებდა ბერძნული მითოლოგიის გოგოებს, ზოგადი ვიზუალითაც აფრთხობდა. აბა, დედამისი გიჟი კი არ იყო – რომ გააჩინა, შეხედა, გული გაუსკდა შიშისგან და ისე ცოფიანივით გავარდა, რომ აღარასდროს უნახავს მერე თავისი შვილი.
ხოდა ეს გადარეული პანი, რომელიც სხვათა შორის კარგი მუსიკოსია, ბევრი გოგოს ძრწოლად და შიშად ქცეულა. და არა მხოლოდ გოგოების. ერთი ნიმფა ამის დანახვაზე შიშისგან ლერწმადაც კი გადაქცეულა, მერე ამან ეს ლერწამი მოტეხა, მისგან ფლეიტა გააკეთა და დიდებულ ფლეიტისტადაც შეიქნა თურმე, იმდენად რომ დიონისეს ამალის მთავარ მსახიობად იქცა.
მაგრამ ახლა აქ მთავარი რა არის: მოკლედ, მარათონის ბრძოლაში ბერძნებმა რომ გაიმარჯვეს ხო გახსოვთ? ჰოდა, მანდ პანი ეხმარებოდა ბერძნებს.
ჰოდა, ახლა თქვენ რას აკეთებთ:
დღეში 3-ჯერ იკრიბებით მთელი ოჯახი, დგებით ანტიკურად, პირბადეების და ყველაფრის გარეშე, ერთი ხელი წელზე, მეორე დაშვებული, ფეხი ოდნავ წინ – და მთელი ხმით გაჰყვირით:
– პან – პან – პან – პან – პან – პან – პან….
ამ სიტყვაზე კორონავირუსი შინდება, პანიკდება და გარბის, ზუსტად ისე როგორც სპარსელები გაიქცნენ ამ შეძახილებზე და როგორც ეს პატიოსანი მწყემსი გარბის მის დანახვაზე.
„პანიკა” – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს პანის გამოჩენით მოგვრილ შიშს, პანის გამოჩენით, ხალხო, პანის და არა კორონავირუსის!!!
მაგ ხერხმა შეიძლებმა მართლა გაჭრას, სცადეთ, თქვენი რა მიდის!
და არაფრის! ” – ვკითხულობთ პოსტში.
