“ამ ქალბატონს, მგონი, გონია რომ სკლეროზი გვაქვს… კონსპირაციებზე მას მერე იმკითხაოს, მისი ქმრისას რომ დაადგენს ბოლომდე” – ნიკა გვარამია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება.
ფანჯიკიძის თქმით, მას გაბუნია ასეთი დაბალი კულტურის ადამიანი არ გონია და საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა
ფანჯიკიძის პოსტს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პასუხობს:
ამ ქალბატონს, მგონი, გონია რომ სკლეროზი გვაქვს ან დიდი ინდულგენცია გამოვუწერეთ მის მეუღლეს. გავუცინეთ, გვეყოფა – გონორი შეუძლია სახლში შეინახოს და დავალებებზე და კონსპირაციებზე მას მერე იმკითხაოს, მისი ქმრისას რომ დაადგენს ბოლომდე.
და იმაზე არ უნდა კითხვის დასმა და მისი ქმრის პასუხი, ვინ დაავალა 11 თვის ჩვილის ქვევრში დახრჩობის საქმის საინფორმაციო ფაბრიკაცია და ამისთვის ზუგდიდიდან კახეთში ჩამოსკდომა? გაბუნიას ბოდვისგან განსხვავებით, ეგ ფაქტი დანაშაულის შემცველია, ისე, მაინც რომ იცოდეს.