“ამ ქვეყანას საბოლოოდ მაშინ ეშველება, როცა გირჩის ამომრჩეველი ქვეყანაში 50+% იქნება” – ტორესა მოსი

პარტია “გირჩის” წევრი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში ipsos კვლევის შედეგებს ეხმაურება და წერს:
“იმის გათვალისწინებით, რომ გირჩი ერთადერთი პარტიაა, რომელსაც გამოკვეთილი არქიფო სეთური არ უდგას სათავეში, მთლიანად ემყარება კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგიის და არა ერთი ან რამდენიმე ადამიანის გარშემო გაერთიანებას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გირჩი ერთადერთი პარტიაა, რომლის დაფინანსებაც მთლიანად წევრების შემოწირულობებზე დგას, არსებულ რეალობაში კმაყოფილი ვარ გირჩის 3%-ით, თუმცა ზუსტად ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვთვლი, რომ თქვენ რომ სვამთ ხოლმე კითხვას როდის გვეშველებაო, ამ ქვეყანას საბოლოოდ მაშინ ეშველება, როცა გირჩის ამომრჩეველი ქვეყანაში 50+% იქნება. ახლა სამწუხაროდ ამის დრო არ არის, ქვეყანაა გადასარჩენი ერთი უიდეო, უღირებულებებო, პატარა შინნაზარდი ოლიგარქი დიქტატორისა და მისი ხროვისაგან. მაგრამ არ დაივიწყოთ ჩემი სიტყვები, თუ ერთ მშვენიერ დღეს გირჩი 50+%-ს აიღებს, ეს იქნება ცხადი ნიშანი, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ გავიდა სამშვიდობოს. მანამდე გრძელი გზაა გასავლელი. #გირჩი #მეტითავისუფლება ” – წერს ტორესა მოსი.