“ამ ხის ამოსათხრელად ნახევარი აჭარის ბუნება გაანადგურეს, მერე გადაჭრეს, ზედ მოასკუპდნენ და მაინც კარგად არიან” – ზაზა ბიბილაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ბერა ივანიშვილია დედასთან ერთად. ისინი გადაჭრილ ხის კუნძზე ზიან და პოზიორობენ. ბიბილაშვილის თქმით, ეს კუნძი აჭარიდან გადარგულ ხეს ეკუთვნის, რომელიც გახმა.
“ამ ხის ამოსათხრელად ნახევარი აჭარის ბუნება გაანადგურეს. მერე საკუთარ ეზოში გადარგეს და დენდროპარკიაო, დაგვცინეს. მალე გახმა და გაფუჭდა, როგორც ყველაფერი ამათ ხელში. გადაჭრეს, ზედ მოასკუპდნენ და მაინც კარგად არიან. ხვალ რამე ახალს მიადგებიან, მიითვისებენ ან მოსპობენ… ცხოვრება მშვენიერია, ბედუკაძის და რაფალიანცის მზემ ” – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
