“ან მერაბიშვილი ამდენი ხანი ტყუილა იჯდა ციხეში და უნდა გამოუშვათ, ან გახარია გვერდით უნდა მიუსვათ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
უნდა ჩამოყალიბდეთ. ან, ვანო მერაბიშვილი ამდენი ხანი ტყუილა იჯდა ციხეში. (26 მაისის გამო) და უნდა გამოუშვათ, ან გახარია გვერდით უნდა მიუსვათ. უმარტივესი არჩევანია, თორემ შსს მინისტრის მოხსნას რომ თქვენ არავინ გეკითხებათ უკვე დავრწმუნდით.