“არავინაა მასზე უტიფარი ნაცების გაუთავებელ გინებაში და ივანიშვილის ქებაში”- ლევან ღამბაშიძე

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ორი რამის გამო დააბრუნეს ღარიბაშვილი: არავინაა მასზე უტიფარი ნაცების გაუთავებელ გინებაში და არავინაა მასზე უტიფარი ივანიშვილის ქებაში. ამ ორივე თვისებით, ის ძალიან ჰგავს თავად ივანიშვილს.
ამიტომ, გრიგოლიასთან გადაცემის შემდეგ, სულ ველოდი რომ სტუდიაში გაისმებოდა: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ.”