“არავინ გამოჩნდა ამ ბოროტების შემაკავებელი, თავს შევაკლავ, რომ კაცობრიობას დავანახო ნიღბის მიღმა მათი ნამდვილი სახე… მათ შეაძულეს მომავალ თაობას ეკლესიის კარები… ” – მამა პეტრე

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ეს დასაწყისია… არასდროს შემარგეს დუმილი, პატივისცემა, ის, რომ ერთი ოჯახის წევრად ვთვლიდი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელ წარმონაქმნს, რომელმაც ცხოვრება გამიმწარა და ჩემი შვილის ფსიქიკა შეიწირა… ვინც ამ მოძალადეებს გაამართლებთ, არ მოგშლოდეთ მათი წყალობა… ყველაზე დიდი პრობლემა ეს მანკიერებაა ჩვენს ქვეყანაში…
მე ყოველთვის დავდგები ქრისტეს გვერდით და ვინაიდან არავინ გამოჩნდა ამ ბოროტების შემაკავებელი, თავს შევაკლავ… ჩემი ექსვი შვილი მეყოფა, კაცობრიობას დავანახო ნიღბის მიღმა მათი ნამდვილი სახე… მათთვის არ არსებობს არაფერი სუფთა და წმინდა… მათ შეაძულეს მომავალ თაობას ეკლესიის კარები…
მათში არ არის სინანულის, მიტევების, სიყვარულის ნატამალი… ჩვენ შორის არც ღმერთი დარჩა საერთო…
ფსიქიკა შერყეულ შვილს მანამ არ გაპატიებთ, ვიდრე არ მიხვდებით, როგორ გძულთ ადამიანები, ვიდრე არ გექნებათ სინანული…
პარტიზანულად მოძრაობთ?! დაჯგუფებები ხართ?! თუ არ შეჩერდებით, ნახავთ რამდენი ახალგაზრდა გამოვა თქვენს წინააღმდეგ… მოეშვით ადამიანების მორალურად განადგურებას… იკმარეთ ჩემი ოჯახი…