“არავის არაფერი აღარ ეპატიება!…საქართველო უნდა ჩაიკეტოს!…სხვა ძალები მოდიან”- ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქალბატონი ლელა კაკულია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად საქართველოს და ძველი და ახალი წინასწარმეტყველებებით ეხმიანება თავის ხალხს.უპირველესად გთავაზობთ დღევანდელ მცირე ჩანაწერს:
2019 წელი, 29 აპრილი.„1995 წელს ვიწინასწარმეტყველე კავკასიონზე ამხედრებული მეომრების გამოჩენა. ანუ მაშინ შევუხსენი კარი ძალას, რომელიც საქართველოში უნდა გამოჩენილიყო ქვეყნის სასიკეთოდ. და ახლა ამ ძალას ბოლომდე ვუღებ კარს.ეს არის ძალა, რომელიც ამოხეთქავს და მთელ კავკასიას გადაუვლის;ეს არის ძალა, რომელსაც მახვილი უპყრია ხელთ იმ პოზიციის დასაკავებლად კავკასიის ქვეყნებს შორის, რომელიც ნაწინასწარმეტყველები მაქვს. ფაქტობრივად, ეს არის ჯარი და ეს არის ნატოს ჯარი!ამიტომ ყველა ქმედება აზერბაიჯანისა, მისი პოლიტიკა აბსოლუტურად განულებულია. ვხედავ, ხალხიც აღსდგება და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. არავის არაფერი აღარ ეპატიება!ვხედავ დიდ ცვლილებებს ქართულ ჯარში და ქართულ პოლიტიკაში. და ეს სასიკეთო ცვლილებებია. ვხედავ, პრეზიდენტი დინების საწინააღმდეგოდ დაიწყებს ცურვას და თანაც ისე, რომ წინა პრეზიდენტი გაუხდებათ სანატრელი. სალომე ზურაბიშვილი თავის პრინციპებს არ უღალატებს. ვინც რა უნდა თქვას, ის ბრწყინვალე დიპლომატია და ფრთხილად!ვხედავ, იცვლება ყველა მინისტრი!“და აქვე შეგახსენებთ 24 წლის წინანდელ წინასწარმეტყველებას, რომელიც ზემოთ ახსენა ქალბატონმა ლელამ.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
