“არაკაცი არ იყო ჩემი მომკითხავი . ასეთი სევდიანი დასასრული რახან თავიდან ავირიდე…”

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ნეტავი ვიყო პეპელა
გავედი დღეს გარეთ სალონისკენ სახვალიოდ რესტორნისთვის გასალამაზებლად . გევეჭედე ლიფტში – შუქი წავიდა. ძლივს კარები რო გამიღეს და უნდა ამოვბობღებულიყავი მეეთრა შუქი და მადლობა რო არ გადამჭრა ლიფტმა შვაზე <3
ხო უნდა მივხვედრილიყავი რო არაა ეს დღე ჩემი! არაა, გავაგრძელე ჯიუტად გზა! სამჯერ ისე წამოვკარი ფეხი რო ჯობდა დავცემულიყავი :/. მაინც ვერ მივხვდი ზემოდან სიგნალს და გავუყევი გზასა. გამოვედი სალონიდან ავ თვალს არ ვენახვებოდი, რაღაც მქონდა მოსაძებნი მაღაზიაში და იქ წავედი სახლის ნაცვლად. მომისწრო ამ ახალთმაშეღებილზე ამ გაავებულმა წვიმამ, მაღაზიის გამყიდველი (გაახარებს ღმერთი) წამომეწია და თავისი ერთჯერადი ყვითელი საწვიმარი დამაწია გზაში. თმა უკვე ისე მქონდა ბალიში რო აგიფეთქდება. მაინც არ მოვისვენე და კიდე ერთ ადგილას მოვინდომე შევლა, ჩავედი მიწისქვეშაში, ამიცდა ფეხი და კიბეებზე თავით რო უნდა დავშვებულიყავი, კოპერფილდის მადლი გადმოვიდა ჩემზე და ფრენა–ფრენით ხუთ–ხუთ კიბეზე გადახტომით გადავრჩი. რამ არ გამიელვა თავში – ეხლა რო ამ ყვითელი საწვიმრით სული გამეფრთხო , მოეპარათ ამასობაში ჩანთა სადაც საბუთები მაქვს და მერე რო გამოეცხადებინათ ტელევიზორში ამა და ამ მიწისქვეშაში აგდია ყვითელი საწვიმრით ქალიო, ხო არკაცი არ იყო ჩემი მომკითხავი :/ . ასეთი სევდიანი დასასრული რახან თავიდან ავირიდე, წამოვედი სახლისკენ და ისევ გრიშასავით ლიფტში შევედი უშიშრად. ნუ რაკი ამას ვპოსტავ მიხვდით ალბათ რომ გადავრჩი და სახლში ვარ. ეხლა ერთადერთი იმას ვფიქრობ რატომ მოგიყევით ეს ყველაფერი და ძლივს მოვიფიქრე რა ვთქვა – ვისაც ჩემი ეს ფათერაკები გაუხარდა და ეწყინა რო გადავრჩი, დიდი ხნის სიცოცხლე და სიხარული <3
ირინა ფარისეველი
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
ბაღდათის მერი და მისი თანამშრომლები გერმანიაში ანსამბლ “საირმეს” ნაცვლად წავიდნენ
