“არაპოპულარულ აზრს გავაჟღერებ. მე მგონი დროა ასეთი დევიაციის მქონეებისთვისაც გაიხსნას ბორდელები…”

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
ჩემს მკრეხელურ აზრს მოგახსენებთ.
“გირჩს” უტევენ, როგორ გაბედეთ ექსგიბიციონისტი ონანისტის დაცვაო. განსაკუთრებით ქალები აქტიურობენ. ეტყობა ავიწყდებათ, რომ ექსგიბიციონისტი და ონანისტი ქალებიც საკმარისად არსებობენ.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ უნდა მივიღოთ, რომ ასეთი ხალხი არსებობს. შესაძლოა ისინი საზოგადოების დაფასებული წევრებიც კი იყვნენ (გაიხსენეთ ჯორჯ მაიკლი), მაგრამ აქვთ ეს სექსუალური გადახრა და ხომ არ მოკლავ ? გამოსავალი კი ის არის, რომ ასეთი ხალხის კლუბები არსებობს ნორმალურ ქვეყნებში, სადაც იკრიბებიან სვინგერები, BDSM-იხ მოყვარულები, ათასგვარი სადისტ-მაზოხისტები და იკლავენ ჟინს.
საქართველოში ამ ჟინის ჩაკვლის ორი გზა არსებობს, ან ქუჩაში მასტურბაცია ან ლოცვის გაძლიერება.
არაპოპულარულ აზრს გავაჟღერებ. მე მგონი დროა ასეთი დევიაციის მქონეებისთვისაც და უბრალოდ სექსუალურად დაუკმაყოფილებლებისთვის გაიხსნას ბორდელები. არაფერი დასაძრახი ამაში არ არის.