“არასოდეს არაფერს დავიჯერებ იმ პოლიტიკოსის, რომელიც საჯაროდ ხატებს დაატარებს საარჩევნოდ… ხატს თავი დაანებე და ის თქვი, შენ ვინ ხარ…” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ირმა ინაშვილის მიერ აფხაზეთში ღვთისმშობლის ხატის ჩაბრძანებას ეხმაურება.
“არასოდეს არაფერს დავიჯერებ იმ პოლიტიკოსის, რომელიც ხატების და ეკლესიების ფონზე პოზიორობს და საჯაროდ ხატებს დაატარებს საარჩევნოდ. ესაა რელიგიით სპეკულანტობა და თვალთმაქცობა. მე კი არა ვარ სანდო, მაგრამ ამ წმინდა ხატის გამო მენდეთო, – ესაა ამ სპექტაკლების სამარცხვინო ქვეტექსტი. ხატს თავი დაანებე და ის თქვი, შენ ვინ ხარ, რას ფიქრობ და რა შეგიძლია” – წერს თამაზ ლომიძე.