“არასოდეს მომწონდა ნიკო გომელაური და არც მისი უნიჭო ლექსები იწვევდა ჩემში სენტიმენტებს” – დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
არასოდეს მომწონდა ნიკო გომელაური და არც მისი უნიჭო ლექსები იწვევდა ჩემში სენტიმენტებს
მეგობრები კი მას ურჩევენ წაიკოთხოს ნიკო გომელაურის ლექსი იუდა
როგორი იყო? აბა რა ვიცი…
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები.
ორი ათასი წელი განვიცდი…
ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!
– ცოტათი მაინც მორიდებოდა…
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის, არადა ჰყიდის…
იცის მოკლავენ, განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
– თავის სიმცირეს ვერ მოერია…
ისტორიაში დარჩა იუდა!
– დღესაც აქ არის, არ გაიგუდა…