“არაუშავს. დინოზავრებიც არსებობდნენ”-ჩერგოლეიშვილი გუშინდელ გადაცემას აკრიტიკებს და ჟორჟოლიანს დინოზავრებივით გადაშენება უსურვა

ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
ჯერ კიდევ არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები (ჟურნალისტები), რომლებსაც უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანები და ადამიანების სექსუალური იდენტობის გამო ჩაქოლვის მოსურნეები, ერთი დებატის ორი მხარე ჰგონიათ.
არაუშავს. დინოზავრებიც არსებობდნენ
შეგახსენებთ, რომ გუშინდელმა ნანუკას შოუმ დიდი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში. თემა იყო სექსუალური უმცირესობების შესახებ… საზოგადოების ნაწილი ამ თემის აფიშირებამ აღაშფოთა, ნაწილი კი ნანუკა ჟორჟოლიანს აკრიტიკებდნენ არასწორი აქცენტების დასმის გამო, კერძოდ გადაცემის სათაური იყო “აქვთ თუ არა არსებობის უფლება ჰომოსექსუალებს”