“არა “ბიჭოს”, ახლა ფეისბუკ მომხმარებლების “დაკრულზე იცეკვოს”, შვილისთვის საჭმლის და სათამაშოს ფული არ ჰქონდეს და მაცივარი ცარიელი?!” – თამარ ივერი შენგელიას მოსკოვის ცსკ-ში გადასვლაზე

ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკ-ში გადასვლას ეხმაურება.
“ისე,მედალს ორი მხარე აქვს,როცა ერთს ვკიცხავთ რუსეთის კლუბში თამაშის გამო(და სადღაც მეც ვთვლი რომ მინიმუმ როცა შენი ნაკრების კაპიტანი გქვია აქ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაწევს მხრებზე.შენი ქვეყნის ფლაგმანი ხარ.აბრამოვიჩის არმიის გუნდიც,ყველამ კარგად იცის საკმაოდ პოლიტიზირებული გუნდია და გარგნულადაც იმიტომ გამოვიდა not fair step) მეორეს მხრივ,უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს თუ ჩვენ რას ვთავაზობთ ამ ადამიანებს სანაცვლოდ?? ბოლობოლო,ოჯახის გამოსაკვებად?? დიღმის რესტორნებში სიმღერას და შიშველ ენთუზიაზმზე,გათბობის გარეშე სპორტულ დარბაზებში ვარჯიშს და წელიწადში ერთხელ ამხანაგური მატჩის ანაზღაურებით ოჯახის რჩენას? თუ მხოლოდ კლავიატურის ვაჟკაცობა და ფურთხია ჩვენი პასუხი?? აი მაგალითად,ამ გოგოს,ნუცას,მეათედი გულწრფელი სიყვარული,რასაც ის ამ აუდიტორიისგან და ჟიურის წევრებისგან იღებს…ოდესმე მიუღია საქართველოში? აქვს მისი მონაცემების შესაბამისი დაფასება? ანაზღაურება?? ხვალ-ზეგ რუსეთი მას ხელის გულზე დაისვამს,სიმღერებს დაუწერენ,დააფასებენ და მერე აცხადეთ “მოღალატედ”! ერთხელ ცხოვრობს ადამიანი,ერთხელ აქვს კარიერული ზენიტი,რაც მის სიცოცხლეზე ბევრად მოკლეა და სწორედ ამ ზენიტში სურს მას იგრძნოს თავი მაქსიმალურად დაფასებულად და “ანაზღაურებულად”!! და თუ შენ ვერ აძლევ მას ამ ელემენტარულს….მაშინ შენი პრეტენზიებიც “კარადაში უნდა შეინახო”!! ნუ სპეკულირებთ და ყველას ანწუხელიძე-ტატუნაშვილობას ნუ სთხოვთ!! როგორც დიქტატორები ჰყავს ისტორიას ერთეულები….ასევე გმირებიც და ყოველ,რიგით ადამიანს,ხელოვანს თუ სპორტსმენს ნუ სთხოვთ მათი კარიერის და თვითრეალიზების პატრიოტიზმის სახელით მსხვერპლად შეწირვას!!!! პეპელასავით “ორი დღე” აქვს ხელოვანებს და სპორტსმენებს მათი “გაფართხალებისათვის” და სადაც მათი ტიტანური შრომა მაქსიმალურად დაფასდება და სიყვარულს და დიახაც! სათანადო ანაზღაურებას მიიღებენ იქ იმოღვაწევებენ!!! არა “ბიჭოს”,ახლა ფეისბუკ მომხმარებლების “დაკრულზე იცეკვოს”,შვილისთვის საჭმლის და სათამაშოს ფული არ ჰქონდეს,მაცივარი ცარიელი,საღამოს ბაზარზე იაროს მიმპალ-მომპალი ხილ- ბოსტნეულის იაფად ხელში ჩასაგდებად და სამაგიეროდ ფეისბუკზე უწერდნენ “ჯიგარი ხარ!” და “ძმაო გენაცვალე!ს” უკეთესი იქნება მისთვის არა?? ” – წერს თამარ ივერი.