“არა ტოოო, რა კარანტინი შეჩემა, მე ვინ გამიბედავს, ვიტყვი, რომ სახლში დავჯდები” – ქართველების დიალოგი სტამბოლის აეროპორტში

მოქალაქე სოფია შაფათავა სოციალურ ქსელში სტამბოლის აეროპორტში მოსმენილი დიალოგის შესახებ წერს. დიალოგი ორ ქართველს შორის მიმდინარეობდა. მათ ქონდათ კორონა ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომი, ხველა , მაგრამ ამის მიუხედავად აცხადებდნენ, რომ კარანტინში გადაყვანის წინააღმდეგები არიან და ამას არავის გააბედინებენ.
სტამბოლის აეროპორტში ქართველების დიალოგს მოვკარი ყური…
” არა ტოოო რა კარანტინი შეჩემა, მე ვინ გამიბედავს, ვიტყვი, რომ სახლში დავჯდები და ვსო. გავიდეთ მერე ლუდი დავლიოთ”ხოდა…აი მე როგორ ცალ ფეხზე მკიდია კორონა ყველამ ვიცით, და ისიც ვიცით, რომ შოკში და პანიკაში არ დავდივარ. და არც მედიას არ ვენდობი კაი ხანია.
არც ავად ვარ, და ბოლოს ცუდად წინა საუკუნეში ვიყავი, მაგრამ ელემენტარული შეგნებაა, დედაჩემს და მაშას არ ვნახულობ, მაინც ყოველიშემთხვევისთვის , რა იცი რა ხდება. და წელიწადია სახლში არ ვარ ნამყოფი და მაინც ხალხს უნდა მოვერიდო, რავი чем чёрт не шутит. და დიდი ბოდიში და ვინ ჩემი ფეხები მიგდიხართ , რომ არ გაკადრებენ კარანტინში წაყვანას. დაეგდეთ კარანტინში ერთი წლით და ორი წიგნი წაიკითხეთ მანდ მაინც , ეგება გვეშველება რამე ნაციას…. ვააააააახ
დამავიწყდა დამემატებინა თან ახველებდა… ისე ჩვენში რო დარჩეს, რავი იმედია რამე არ გადამდო : )))))