“არც მიშას დროს მიჭირდა, არც ბიძინას დროს, ირმაც რომ მოვიდეს და ქართული ფარშიც, მაინც გავიტან თავს” – გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია არჩევნებზე არსებულ დარღვევებს და გაყალბების ფაქტებს ეხმაურება.
“რამდენჯერმე გადავაწყდი, 50 ლ’არად გაყიდულ ხალხს რომ იცავდნენ მავანნი: shiat da gaxatakebulebma vegar iazrovnes gachirvebisgaaan…არა მეგობრებო, ზუსტად რომ გშიათ და გინდათ, რომ ხვალ აღარ გშიოდეთ, სწორედ ამიტომ არ უნდა გაყიდოთ სინდისიც, ნამუსიც, სამშობლოც და სულიც, კაპიკებად. არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაყიდოთ, მაგრამ ამ მოტივით – საერთოდ აბსურდია.დღეს შეჭამთ იმ 50 ლ’არს, ხვალ მოჯ*ამთ და მერე სულ ამ მოჯ*ულში დარჩებით. ორჯერ ორია.არც მიშას დროს მიჭირდა, არც ბიძინას დროს, ირმაც რომ მოვიდეს და ქართული ფარშიც, მაინც გავიტან თავს, ან წასასვლელს ვიპოვი სადმე. თქვენთვის ვამბობ, ვინც ვერ ხვდებით, ამ წუთიერი შვებით ათმაგად რომ იმძიმებთ თავს, საწყენია უბრალოდ, თორემ მე რა… ” – წერს გურამ შეროზია.