“არ გამოდის ამ ქვეყანაში სიმშვიდე, არა და არა… ასე იცის კრიმინალის წახალისებამ” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ძალიან გადაღლილს გადაწყვეტილი მქონდა, ისე დამესვენა, ნერვი არაფერზე ამეშალა. არ გამოდის ამ ქვეყანაში სიმშვიდე, არა და არა…
ორი ახალგაზრდა ცხედარი მტკვარში რანაირად აღმოჩნდა? რანაირად, ასე ზედიზედ ახალგაზრდების ბუნდოვანი გარდაცვალება… საბოლოოდ ჩამოიშალა ეს ქვეყანა თუ რა ჯანდაბა ხდება?
ასე იცის კრიმინალის წახალისებამ“- წერს გრიგოლია.
ცნობისთვის, დღეს, 17 აგვისტოს 3 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მტკვარში ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭის ცხედარი იპოვეს.