“არ გამოვრიცხავ სააკაშვილის და პოროშენკოს ინტერესები თანხვედრაში მოვიდეს და ისინი კვლავ “დამეგობრდნენ””

საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
არ გამოვრიცხავ, რომ საკმაოდ მოკლე ხანში, ორი აწ უკვე ოპოზიციონერი პრეზიდენტის, სააკაშვილის და პოროშენკოს ინტერესები თანხვედრაში მოვიდეს და ისინი კვლავ “დამეგობრდნენ” ! მერე ნახეთ კიჟინი, “მიშა გენიოსია, პოროხა ჯიგარი, ვაშაძე წინასწარმეტყველი !”
ამ დროს, არაფერი განსაკუთრებული მოხდება. მხოლოდ ჩვეულებრივი პოლიტიკა. ინტერესების დროებითი თანხვედრა. დროებითი ალიანსები.
ახალია რამე ? ჯერ არ გინახავთ ?