“არ ესმით ამათ დიპლომატიის ენა, სამაგიეროდ რომელიმე რუსი ვასია რომ დარეკავს ე, ის ენა კი ესმით გადასარევად” – დავით ზურაბიშვილი

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“კი მოსდით წერილი წერილზე ამერიკიდან, მაგრამ რახან ამ წერილებში მაინც ლაპარაკია საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რახან ეს წერილები დეპუტატებისგანაა და არა მთავრობისგან, რახან ელჩები მოდიან, უღიმიან, ყავას სვამენ მათთან ერთად და ხანდახან მღერიან კიდეც სუფრაზე, ამათ ჰგონიათ რომ მამენტ გადააგორებენ ამ ყველაფერს, აუხსნიან, დაკერავენ, მიიმხრობენ და ა.შ.
მოკლედ, არ ესმით ამათ დიპლომატიის და პოლიტიკის ენა (ცოტა ძალიან კი გამკაცრდა და გამკვეთრდა ეს ენა ამ ბოლო დროს, მაგრამ მაინც). “დელეცები” არიან სულით და ხორცით, საბჭოური და პოსტსაბჭოური ყაიდის კომბინატორები. სამაგიეროდ რომელიმე რუსი ვასია რომ დარეკავს მოსკოვ-ლენინგრადებიდან და ეტყვის: “ვი ჩტო, ახუიელი ჩტო ლი ბლიად, იობ ვაშუ მატ? ბუდეტ ვამ პოლნი პიზდეც! ” ე, ის ენა კი ესმით გადასარევად.
არადა ფორმაა სხვადასხვა, თორემ შინაარსი ერთია.” – დავით ზურაბიშვილი
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საქართველოს მთავრობამ მიიღო არაერთი კრიტიკული წერილი ამერიკელი კონგრესმენებისგან, რასაც ოცნების მხრიდან ან იგნორი მოყვა, ან აცხადებენ, ეს უბრალოდ რამდენიმე კონგრესმენის აზრია და არ უნდა გავაიგივოთ ის ზოგადად ჩვენი პარტნიორების, ამერიკელების კრიტიკასთანო.