„არ მიყვარს ხელოვნური ჩარევები მაგრამ…“ – რა შეცვალა გიორგი გასვიანმა თავის გარეგნობაში

გიორგი გასვიანი ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრისას აცხადებს, რომ ბუნებრივობის მომხრეა და პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული არ აქვს. თუმცა სულ უნდოდა კბილების გაკეთება.მსახიობმა კლინიკაში ვინირება გაიკეთა.
„ზოგადად, არ მიყვარს გარეგნობაში ხელოვნური ჩარევები და მგონი, არც მაქვს საჭიროება, რომ პლასტიკურ ქირურგიას მივმართო. ერთადერთი, რაც ყოველთვის მინდოდა გამეკეთებინა, კბილები იყო, ამას მეგობრებიც მირჩევდნენ ხოლმე. ცუდი კბილები არ მქონდა, მაგრამ განათების პირობებში საკმარისად თეთრად არ ჩანდა და ამიტომ გადავწყვიტე, „კუზანოვდენტში“ ვინირება გამეკეთებინა. ჯერ კიდევ შეჩვევის პროცესში ვარ. ვერ ვიტყვი, რომ გარეგნობა შემეცვლა, მაგრამ ჩემი ღიმილი ნამდვილად გაჯანსაღდა. „ჰოლივუდის“ ყველა ვარსკვლავს გაკეთებული აქვს ეს პროცედურა, მათ ნამდვილად არ ვედრები, მაგრამ, როცა შენი საქმიანობა სცენასა და ეკრანს უკავშირდება, ვფიქრობ საჭიროა, რადგან მაყურებელს სრულყოფილება უყვარს“, – ამბობს გასვიანი.