“არ მოუსმინოთ ქვებით და ხელკეტებით დამცველ ,,ქრისტიანებს”… უკიდურესი ფანატიზმის დრო აღარ არის” – მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სიბნელის, დრომოჭმული მიდგომების, უკიდურესი ფანატიზმის, სხვებზე ქვების გამოკიდების დრო აღარ არის… ყველამ საკუთარი სულის ცხონებით დაიწყოს ზნეობის, მორალის და სიწმინდის დაცვა…
არადროს, არც ერთ ეტაპზე არ დავიღლები პასუხი გავცე იმ ადამიანებს, ვისაც ცხადია, გონება არასდროს გაუნათდება და სრულ წყვდიადშია, მაგრამ მაინც ვისაუბრებ სხვების გასაგონად, არ მოუსმინონ ქვებით და ხელკეტებით დამცველ ,,ქრისტიანებს”… ისინი საკუთარ სისუსტეებს ვერ ერევიან და ცდილობენ სხვებთან ბრძოლით გადაფარონ თავიანთი უსუსურობა და არაადამიანობა…
ძალიან განათლებული, მოაზროვნე, ჩამოყალიბებული თაობა მოდის… სწორედ ეს ახალგაზრდობა ვერ შეეგუება სრულიად ავადმყოფურ და შიზოიდურ რწმენა-წარმოდგენებს რელიგიაზე, ქრისტეზე…
ტყუილად ნუ ირჯებიან ე.წ. სარწმუნოების დამცველები… მათი აღარავის სჯერა, თავიანთ გარემოცვასაც კი…
მესმის, ყველას არ ყოფნის გონებრივი რესურსი, თავი დააღწის საკუთარი მდგომარეობის მონობას…
სხვას მაინც შეეშვას და დიდ წარმოდგენას ნუ შეიქნის თავზე…
იყვნენ ჩუმად და ქუჩაში გულზე ხელების ბრახუნს სჯობს წიგნი გადაშალონ და შესავალი მაინც წაიკითხონ!..