“ასევე ნაით თაიმ დაწესებულებებში თუ მივდივარ, მგონია რო გამომიჭერენ პატარობაზე და გამომაბრუნებენ”- ნინა სუბლატს ჩვილობის განცდა აქვს

მომღერალი ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დავაკვირდი, რაღაც დოკუმენტებს რომ ვავსებ ხოლმე, სადაც ასაკია მისათითებელი და აღნიშვნაა რომ მაგალითად 18 ან 21 წლამდე პირებისთვის შეზღუდვაა, პირდაპირ ჩემ თავზე ვიღებ… (არადა აღარც 21ს ვარ აშკარად) დღესაც რაღაცას ვავსებდი – 18 ის თუ არ ხარ შეეშვიო ეწერა და გაუცნობიერებლად შევეშვი 😁 იგივე მჭირს სიგარეტის ყიდვის დროს – პირადობა არ მომთხოვონზე ვლოცულობ (ერთხელ მომთხოვეს და სიგარეტიანად რო გამომიწოდა id მეთქი ამ ქალმა თვლა საერთოდ არ იცის)(და მგონი მარტო ერთხელ რომ მომთხოვეს ეგეც მეტყველებს რაღაცეებზე).. ასევე ნაით თაიმ დაწესებულებებში თუ მივდივარ, მგონია რო გამომიჭერენ პატარობაზე და გამომაბრუნებენ. ხოდა, მერე ვიღაც თავხედები მოდიხართ, რამდენის ხარო მეკითხებით და პასუხს რომ იღებთ –
‘იი უფრო დიდი მეგონეს მკადრებთ სრულიად უტიფრად… ❤️ 🗡 💀
პ.ს ამ ჩვილობის განცდასთან ერთად, აზროვნებით სულ ვუსწრებდი რეალურ ასაკს, ენა მაქვს სანამ ხმალი მოვა ყველაფრის მკადრებელი, ასევე მაქვს აწყობილი კარიერა, ჩინ/მედლებ/დიპლომ/სერტიფიკატები, ბიზნეს გეგმები, მოხუცი მეგობრები, დამოუკიდებელი ცხოვრება გიჟური გამოცდილებებით, მყავს ქმარი, მაქვს ეზოთერული ცოდნა და პლუს პროფესორი ვარ რიგ საკითხებში, მაგრამ მაინც…