9 აპრილის გმირი, რომლის ფოტოსაც სოც ქსელში ყველა აზიარებს დღეს ემიგრანტია

ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დააბრუნეთ გმირები სამშობლოში ❗️
წლების წინ 9 აპრილთან დაკავშირებით ვამზადებდით გადაცემას. ამ გოგონას მოძებნა გადავწყვიტეთ და მივაკვლიეთ კიდეც… ემიგრანტია, იტალიაში … წლების წინ გადაწყვიტა იმ ქვეყნის დატოვება რომლის თავისუფლების მოსაპოვებლად ასე გმირულად იდგა დროშით ხელში საბჭოთა არმიისა და სიკვდილის წინაშე … რომ მომკვდარიყო უდაოდ გმირი იქნებოდა დღეს ქვეყნისათვის და ყველა მიაგებდა პატივს… მაგრამ ცოცხალიაა.. თუმცა მის შესახებ არავინ არაფერი იცის.. არც სახელი… გმირი ქალი,ემიგრაციაში, შორს… სამშობლოსაგან მხოლოდ ტკივილი და მონატრება შემორჩა.. და საქართველოს კი თავისუფლება შემორჩა მისგან.
ეს ნანა მახარაძეა ❗️❗️❗️
ცოცხალს სჭირდება დაფასება თორემ წელიწადში ერთხელ ყვავილების მემორიალზე დადება არც არაფერს ნიშნავს … ეს მარტო ხალხსაც არ ეხება.. სახელწიფო! მთავრობა! პრეზიდენტი!
დააბრუნეთ გმირები სამშობლოში
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
