აუცილებელი ინფორმაცია თუ როგორ დავტოვოთ საპენსიო სისტემა და შევინარჩუნოთ 2% ხელფასიდან

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ხალხნო, ვისაც ჯერ არ დაგიხსნიათ თავი ამ საპენსიო აფიორიდან, დროულად დაწერეთ განცხადება და გადით! მერე გვიან იქნება. ნუ უხდით ტყუილად ფულს ივანიშვილს და მის მთავრობას, სრულიად არაფერში!
ქვემოთ მოცემულია ამისათვის აუცილებელი ინფორმაცია. გაეცანით და გაავრცელეთ!
– საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება აქვს ყველას, ვინც 2018 წლის 6 აგვისტოს (კანონის ამოქმედების თარიღზე) იყო 40 ან მეტი წლის.
– სქემიდან გასვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ორი (2) თვის მანძილზე – გაწევრიანების თარიღიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 5 თვის ვადაში.
– გაწევრიანების თარიღად ითვლება დამსაქმებლის მიერ 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ პირველი დეკლარაციის დახურვის თარიღი.
– გაწევრიანების თარიღი მითითებული უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში თითოეული მონაწილის პირად ანგარიშში.
– პირადი ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა მიიღოთ დამსაქმებლისგან, რომელსაც ეს ინფორმაცია მიეწოდა საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციის დროს.
– სქემიდან გასასვლელად, აუცილებელია, მონაწილე გამოცხადდეს საპენსიო სააგენტოში ან „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიულ ორგანოებში შესაბამის ორთვიან პერიოდში და შავსოს განცხადება.
– თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა, მეტი არაფერია საჭირო.
– ამჟამად, საპენსიო სააგენტოს ოფისი აქვს მხოლოდ თბილისში, მისამართზე: ნ. ყიფშიძის 7ბ.
– სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.pensions.ge.
გაითვალისწინეთ, რომ თუ არ გახვალთ საპენსიო სქემიდან დადგენილ 2-თვიან ვადაში, ჩაითვლებით საპენსიო სქემის მუდმივ წევრად და დაკარგავთ შესაძლებლობას, მომავალში დააღწიოთ თავი ამ ლეგალიზებული რეკეტის მარწუხებს.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
უნამუსო ხარ… დამშვიდით ბატონო ნიკა, მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას – ხმაური პარლამენტში
