“აქციის მონაწილემ მკითხა საიდან ხარო და საქართველოდან-მეთქი. თქვენც გაქვთ ეს პრობლემაო? უიმე, არა, შენ შემოგევლე-მეთქი. აბა რა, ჩემს ბედს შ##ცი მე-მეთქი, გულში ვფიქრობ “

მოქალაქე პაატა შამუგია სოციალურ ქსელში წერს:
მოვდივარ სტოქჰოლმის ქუჩებში, თან შენობებს ვათვალიერებ. უცებ ვხედავ, გზა გადაუკეტავთ ახალგაზრდებს და გუგუნებს საპროტესტო აქცია. ვახ, მეთქი, მშობლიური გარემო თან ბოროტულად გავიფიქრე, ასეთ აწყობილ ქვეყანაშიც კი ყოფილა საპროტესტო-მეთქი. შევერიე მიტინგს და ვეკითხები ერთს, რას აპროტესტებთ-მეთქი. რას და უძილობას, შემოგვიერთდებიო? რას, კაცო, მეთქი . მაშდამე, კვლევების თანახმად, ჩვენს მოქალაქეებს ძილი აკლიათ, რაც მათ ჯანმრთელობას აზიანებსო, ასეთი ტრაგიკული სიტუაცია გვაქვსო. მართლაც რა ტრაგიკულია-მეთქი. საიდან ხარო და საქართველოდან-მეთქი. თქვენც გაქვთ ეს პრობლემა? – ჩამყვირის ყურში. უიმე, არა, შენ შემოგევლე-მეთქი. ლაქი იუ, ბედი გქონიაო. აბა რა, ჩემს ბედს შევეცი მე-მეთქი, გულში ვფიქრობ .
კაი ოცი წუთი ტრანსპარანტით ხელში ვამხნევებდი განსაცდელში მყოფ შვედებს, მერე წამოვედი. მეთქი, ძილი დამაკლდა, ცოტას წავთვლემ სასტუმროში თქვენი აქციის ფარგლებში. ჯიგარი ხარო.