“ამ ხალხს, ჯიუტად არ უნდა გაიგონ, რომ „სამყარო“ იცვლება და დიახაც ძალიან ბევრ ადამიანს აღარც ნაცი უნდა და აღარც ქოცი” – გიორგი კანაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიური სახლის წევრი გიორგი კანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქვეყანაში, რომ გყავდეს მესი და მის ადგილას, ნაკრებში, წიტაიშვილს, რომ ათამაშებდე, ხომ „უცნაური“ იქნებოდა? დედას ვფიცავარ, იგივე თუ არ იყოს, უსუფაშვილის პარლამენტს გარეთ ყოფნა! უყურეთ გაბუნიას გუშინდელ გადაცემა არჩევანს და ნახავთ, რომ მართალი ვარ.
ეხლა მეორე. იმავე გადაცემაში წამოიწია, იყო მცდელობა, „სამყაროს“ დაყოფის ნაცებად და ქოცებად, და – თუ რამე გადატრიალებული სიტყვა წამოგცდა ნაცებზე, ესეიგი ქოცების ნარატივში ხარ (ეს სიტყვა – ნარატივი ძალიან აიჩემეს ამ ბოლო დროს), თუ ქოცებზე წამოგცდა ცუდი, ესეიგი ნაცების ნარატივში ხარ.
ამ ხალხს, ჯიუტად არ უნდა გაიგონ, რომ „სამყარო“ იცვლება და დიახაც ძალიან ბევრ ადამიანს აღარც ნაცი უნდა და აღარც ქოცი; ორივე თანაბრად ამოუხვედით ყელში. ჯერჯერობით ამ ხალხის ერთ პლატფორმაზე გაერთიანება ვერ მოხერხდა, მაგრამ პროცესი დაწყებულია და 2020 ამ პროცესის კონტურებს აუცილებლად გამოკვეთს!