აღსარება მანქანიდან გადმოუსვლელად, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით – ამერიკელი მღვდლის კრეატიული იდეა

მოქალაქე გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელი მღვდლის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც აღსარებას იბარებს. აღსარების ჩაბარება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით ხდება.
” ამერიკაში მღვდელმა Dive through Confession მოიფიქრა. მანქანით აჩერებ და აღსარებას აბარებ გადმოუსვლელად. 2 მეტრიანი დისტანცია დაცულია. ეს იდეა ისე მოეწონათ, ახლა პოლონეთში, იტალიაში და სხვა კათოლიკურ ქვეყნებში ბევრმა მღვდელმა მიბაძა.იტალიაში ზიარების პროცესი აღდგა, მღვდელსა და მაზიარებელს შორის პლასტიკური დაფა დგას.
ამ ამბავს საინტერესო ახსნა აქვს ჩემთვის, ცხადია, მირჩევნია ჯერ სხვისი აზრი გავიგო.” – წერს გურამ მეგრელიშვილი.