“ახალგაზრდებში და მოხუცებში მდგომარეობის გამწვავებას განსხვავებული მექანიზმი შესაძლოა ჰქონდეს…” – ექიმი ზურაბ გურული ახალგაზრდებში ვირუსის გართულების შესახებ

ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალგაზრდებში და მოხუცებში მდგომარეობის გამწვავებას განსხვავებული მექანიზმი შესაძლოა ჰქონდეს… მოხუცებს იმუნიტეტის დაქვეითება უკარგავს ბრძოლის უნარს, ხოლო ახალგაზრდებს ე.წ. “მყისიერი ქარიშხალი” ვირუსზე გადაჭარბებული რეაქცია, რომელიც ანგრევს ორგანიზმს.
“ნელნელა ლაგდება გონივრული სამეცნიერო ინფორმაცია და იმედია მალე მორჩება ეს ეგზოტიკური წამლების შესაძლო ეფექტურობით აღტაცება, დაწყებული ქინაქინიდან და დამთავრებული ტილის საწინააღმდეგო ტოქსიკური წამლებით.ამ სტატიაში ეს არ წერია, მაგრამ რასაც მე ვუყურებ და რა ინფოც ჩემთვის ყველაზე სანდო “ფრონტელმა” პრაქტიკოსმა Nana Gegechkori მომაწოდა, შემიძლია დავასკვნა რომ ახალგაზრდებში და მოხუცებში მდგომარეობის გამწვავებას განსხვავებული მექანიზმი შესაძლოა ჰქონდეს.მოხუცებში იმუნური სისტემა მკვეთრ პასუხებს არ იძლევა და თანამდევი დაავადებების ფონის გართულება უფრო დუნედ, თანდათან ამძიმებს მდგომარეობას; ახალგაზრდებში კი იმუნური სისტემის ე.წ. მყისიერ ქარიშხალს იწვევს ვირუსი და მერე ეს ქარიშხალი თავად ანგრევს ორგანიზმს.ამიტომ, კლინიცისტის მიდგომაც განსხვავებული უნდა იყოს. ერთგან უნდა ხელი შეუწყოს იმუნურ სისტემას, მეორეგან კი დათრგუნოს მისი გადაჭარბებული რეაქცია.ეს ცხადია ძალიან განზოგადოებული კონცეფციაა, მაგრამ ლოგიკა კი ბაზისური.ამიტომ, ერთი წამალი ვერ იქნება პანაცეა და ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთიდაიგივე წამლების კომბინაცია ერთნაირად ვერ იმუშავებს. ვირუსი ჭადრაკს გვეთამაშება და ჩვენ ნუ ვუპასუხებთ შაშის წესებით. ” – ზურაბ გურული.