“ახალგაზრდული პარლამენტის მსგავსად რატომ არ არსებობს ახალგაზრდული სინოდი?” – ზურა ჯაფარიძის ახალი ინიციატივა და მოდელირებული რუის-ურბნისი

პარტია “გირჩის” თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს;
ახალგაზრდული პარლამენტის მსგავსად რატომ არ არსებობს ახალგაზრდული სინოდი?
საინტერესო მოდელირებებს მოხოდავდა კაცი/ქალი
როგორც კომენტარებში აღმოჩნდა მსგავსი სახუმარო ინიციატივებით მხოლოდ ზურა ჯაფარიძე არ გამოირჩევა… ერთ-ერთი გვერდი პოსტზე აკომენტარებს და ბმულს დებს “რუის-ურბნისის” მოდელირების შესახებ, სოციალურ ქსელში EVENT-იც კი არის შექმნილი, რომლის აღწერაშიც წერია:
ყურადღება ყურადღება !!! უპრეცენდენტო შემთხვევა და ,,იმენა ინოვაცია” !
ახალგაზრდული სამხედრო, სასულიერო და არასამთავრობო ორგანიზაცია ჯ.ი.ი.პ ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” წარმოგიდგენთ – პირველი ქართული ისტორიულ ,,რუის – ურბნისის საეკელესიო კრების” მოდელირებას.
გაიმარჯვე, გახდი საუკეთესო ეპისკოპოსი და გაემგზავრე ნიკეის საერთაშორისო კრებაზე სრულიად უფასოდ !!
მონაწილეები 1104 წლის განმავლობაში:
1) დაესწრებენ დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებას
2) ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩააყენებენ ეკლესიას
3) აღმოფხვრიან ქართულ ეკლესიაში არსებულ დარღვევებს
4) შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს (გიორგი ჭყონდიდელი; გიორგი მთაწმინდელი; არსენ იყალთოელი)
5) გაიუმჯობესებენ ლიდერულ და ცხენზე ჯირითის უნარ-ჩვევებს
6) მონაწილეები შეიმუშავებენ ძეგლს და წარუდგნენ მეფეს განსახილველად!
7) პროექტის AFTER PARTY-ს უმასპინძლებს – Bassianiჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი ამ მოდელირების ფარგლებში შემოგთავაზებთ:
1) საჯარო ლექციას ,,ყივჩაღთა ჩამოსახლება: მითი თუ რეალობა” სპიკერი : ათრაქა შარაღანის ძე.
2) How To Remove Kebab – მასტერკლასი, Couch: David IV ,,The Builder”(The Sharvan Sha and Shahan Sha)
3) შეხვედრა სააჯო კარში მოსამართლე ურთმელიძესთან.
უამრავი სხვა!P.S პროექტი ინოვაციურია და მასში დედაკაცებიც იღებენ მონაწილეობას !
მოგბეზრდა ერთმანეთზე უარესი მოდელირებები? დაიღალე GA-ზე სასტუმროებში სიარულით? ქაბაბი გირჩევნია ლობიანს? ლეკვი ლომისა სწორია?
მაშინ ეს პროექტი შენთვისაა !
ფასი: 1 ქალი და 1 ვაჟი
საფასური ფარავს მთლიან ხარკსა და საკანცელარიო ნივთებს. გადახდილი უკან აღარ დაბრუნდება. ცოცხალი.პროექტის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ბილინგუალური სიგელ-გუჯრები!