“ახალგახსნილ ათონელის ქუჩაზე რომ ეს ჯოჯოხეთის ტაფა მოაწყვეთ და ერთი ხე არ დარგეთ, რამე კარგი და სწორი გგონიათ?” – ჩრდილის გარეშე დარჩენილი ათონელის ქუჩა

სოციალური ქსელის მომხმარელი ვინმე em iily მერიას მიმართავს:
ახალგახსნილ ათონელის ქუჩაზე რომ ეს ჯოჯოხეთის ტაფა მოაწყვეთ და ერთი ხე არ დარგეთ, რამე კარგი და სწორი გგონიათ??
თუ პარალელურ, ფხოვის ქუჩაზე დარგული ხეები გგონიათ, რომ მოუჩრდილებს ამდენ ბეტონს??
Kakha Kaladze კახა კალაძე, შებინდებულზე რომ გახსენი დიდი ამბებით ეს უბანი, არ ცხელოდა ხო? აბა, გამოისეირნე შუადღისას რა სასიამოვნო ტემპერატურაა!!! თან ტურისტული ზონა როა :((
სად გაიზარდეთ, ბიჭო, ეს ვინ ხართ, სად დადიხართ ასე თვალებდახუჭულები, ვერაფერს რომ ვერ აკეთებთ ნორმალურად და ადამიანურად???
#დონთსფენდიორსამერინთბილისი


