“ახალი სიტყვა: აფხაზეთში შევალთ ომით, დავარქმევთ მშვიდობას!” – ლელა კაკულიას წინასწარმეტყელება

1996 წელი, 5 იანვარისაქართველოში ვხედავ დიდ მიწისძვრას. ხედვაში მთაწმინდიდან ანძა გადმოვარდა — ამას ამ წუთში ვხედავ. ძლიერი ბიძგები იქნება თბილისის გარეთ, თბილისს არაფერს ავნებს.დიდი წყალდიდობები. აფხაზეთი, აჭარა – დიდ წყალს ვხედავ, რაც არასდროს ყოფილა. 1996 წელი, 12 მარტი, დილის 9 საათირუსეთი შეშფოთდება, საქართველოს გადადგმული ნაბიჯები არ მოსწონს. გამოიკვეთა საქართველოს პირველობა კავკასიაში. რუსეთს პირველობის დაკარგვა არ უნდა, მაგრამ ის ძალა აღარ აქვს, რაც ჰქონდა და იძულებული იქნება, დათმოს პოზიციები კავკასიაში.სომხეთი სანდო არ არის. იგი, იცოდეთ, იგივე რუსეთია.თურქეთი და ირანი ზემოქმედებას ახდენენ კავკასიელ მუსლიმებზე, ვხედავ, პირველ რიგში, აზერბაიჯანზე. ეს ნაყოფი იქნება ამერიკისა და ევროპის მუშაობისა კავკასიაში.პრეზიდენტმა აირჩია ამერიკულ-დასავლური გზა საქართველოსთვის. ამიტომ საქართველო დიდ ძალას იკრებს მომავალში და ისეთ ადგილს დაიმკვიდრებს კავკასიაში, რომ რუსეთი იძულებული შეიქნება, სურს თუ არა, ანგარიში გაუწიოს საქართველოს. ეს ძალზე სერიოზული საკითხია.
გაერთიანებული, ქუჩაში დარჩენილი პარტიები, ვხედავ, მომავალში ძალას არ წარმოადგენენ. არავითარი სერიოზული გამოსვლები, იმიტომ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება. მოდის ახალი მთავრობა. დღევანდელ მთავრობას პატარა პერიოდი აქვს მმართველობისა. ასე ვიწინასწარმეტყველე ისრაელზეც და ასრულდა.ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, მოწამლავენ – კუჭ-ნაწლავის დაშლა მომენტალურად. ამას გააკეთებს ექიმი – ცნობილი ექიმი. ჩვენ ენერგიას არ ვიძლევით, ამიტომ დაცვითი სახე არ არსებობს. ეს მომავალში მოხდება. დროს ვერ ვხედავთ.რაც შეეხება ნავთობს: რუსეთმა, როგორც უნდა წარმოაჩინოს თავისი „მომგებიანი სიტუაციები“ ნავთობთან დაკავშირებით, საქართველო, ვხედავ, პირველი დაიწყებს ნავთობის გაშვებას. რა თქმა უნდა, ეს ამერიკისა და ევროპის უდიდესი ინტერესია და მთელი ძალებით ჩაებმებიან ამ საქმეში.საქართველოს პატარა პერიოდი დარჩა, მაგრამ ამ დროში იქნება უდიდესი ცვლილებები პოლიტიკური ხაზითაც.1996 წელი, 13 მარტი, ღამის 5 საათივხედავ მეომრებს – უზარმაზარ არმიას. ეს მუსლიმები არიან! არსებულ სიტუაციასა და მდგომარეობას ქრისტიანული ქვეყნები არ აფასებენ, ხელს არ უშლიან მათ გაერთიანებაში. ყველგან არიან დღეს დაპირისპირებულები მუსლიმები და ქრისტიანები.მოდის ეს უზარმაზარი არმია და ირგვლივ ყველაფერი იწვის, ცეცხლი აქვს წაკიდებული ქალაქებსა და სოფლებს, ნახშირად აქცევენ ყველაფერს. ანგარიშს არაფერს გაუწევენ – არაფერს! საშინელებაა!ამ დროს თითქოს კავკასიელ მუსლიმთა ძალა საშიშად ჩაითვლება, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს დიდი ძალა არ არის და არ ავნებს საქართველოს და უკვე რუსეთსაც მომავალში. იმიტომ, რომ რუსეთი ძლიერი საშიშროების წინაშე აღმოჩნდება და მიხვდება, რომ საქართველოსთან კონტაქტი აუცილებელია — ამით ზურგს გაიმაგრებს კავკასიაში, თუ არა – წააგებს!ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ამიტომ პირველ ეტაპზე შანტაჟს კი მოუწყობს საქართველოს, რათა მან არ მართოს კავკასია, მაგრამ მერე ხვდება რეალობას და ხელს უწყობენ საქართველოს თავისდა სასარგებლოდ; მიხვდებიან, რომ მუსლიმების ნდობა არ შეიძლება არცერთ შემთხვევაში.ქართული პოლიტიკა უფრო ძლიერი აღმოჩნდება; მუსლიმებთან კეთილი ურთიერთობა და სწორი დიპლომატიური გეზი გადაარჩენს, დიახ, გადაარჩენს საქართველოს!დაიმახსოვრეთ: ვხედავ, ირანი სომხეთს ძალიან უარყოფითად შეუბრუნდება. აქ რუსეთი თუ არ ჩაერია, სომხეთს ცუდად წაუვა საქმე. რუსეთი სომხეთს დაიცავს და გამოიყვანს რთული მდგომარეობიდან.საქართველოს საზღვრები იკეტება თითქოს არა საბრძოლო, არამედ სამშვიდობო პოზიციებით, მაგრამ ნატოს ჩარევა ძლიერია სამხედრო ხაზით. რუსებიც მიხვდებიან და საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზა იქნება აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის მომავალში.ვხედავ, საქართველოში შეიქმნება სამხედრო შტაბი, სადაც ითათბირებენ გენერლები. ისინი სხვადასახვა ენებზე ლაპარაკობენ, ესე იგი, ესენი არიან ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოთა წარმომადგენლები, რომელნიც თათბირობენ აქ, ამ შტაბში. საქართველო ცენტრია, ვხედავ და ეს სათათბირო, რომ შევადარო, ჰგავს, მაგალითად, გაეროს.ამ დროს საქართველოში ახალი მთავრობაა. საოცარი სისწრაფით ლაგდება ყველაფერი. ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, საქართველო კი ვხედავ, თითქოს ჩაკეტილ რკალშია მომწყვდეული.
რუსეთში მომავალში პრეზიდენტად ჩემი ნაწინასწარმეტყველები ადამიანი მოდის. ამიტომ ლაგდება კავკასიისა და საქართველოს ურთიერთობები.
რუსეთში ორი ახალი ძლიერი პარტია დარჩება. კომუნისტები ძლიერ სართულზე დგანან, მაგრამ მთავრობაში არასდროს მოვლენ. ჟირონოვსკების დრო წავა. რუსეთი მართლა ამოისუნთქებს ნაწინასწარმეტყველები ახალი პრეზიდენტის დროს.ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ პატარა პერიოდით. ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის. ჩინელები მშიშრები არიან, მაგრამ ძალიან ჭკვიანნი.ამერიკა-კორეის დაპირისპირება ძალიან სერიოზული იქნება. ამას მოყვება დიდი სკანდალები. ეს „ატომურ ბომბს“ შეეხება. ამერიკა გაიმარჯვებს, ვხედავ. კიდევ კარგი!1996 წელი, 17 მარტი, დღის 12 საათიმსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციები ძალიან დაიძაბება. აღმოსავლეთის ქვეყნები ნელ-ნელა პირველ ადგილს იკავებენ. ამერიკა დაბნეულია, ვხედავ: ვეღარ არეგულირებს ჩინეთს, ისრაელს, ირანს, ლიბანს და ა.შ. უთანხმოება აქვს კორეასთან, მაგრამ მალევე ჩააქრობენ სირთულეებს. იაპონიაც აურევს. საბოლოო ჯამში, ამერიკა კი აჯობებს აღმოსავლეთს, მაგრამ საკუთარ სისუსტესაც გამოამჟღავნებს.ამერიკის ახალი პრეზიდენტი ურთულესი პიროვნება იქნება, დიდი ნაციონალისტი. ძალიან დაუპირისპირდება მუსლიმებს, ღია თამაშს დაიწყებს, რომ იტყვიან, რქებით მიაწვება ბოლომდე. ეს ძალიან შეაშინებს აღმოსავლეთის ქვეყნებს და ატეხენ ყვირილს, რომ პრეზიდენტი მუშტით ელაპარაკება მათ და არა პოლიტიკით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სწორი პოზიციაა.1996 წელი, 17 მარტი, დღის 12 საათიერთი მომენტი ევროპაში მუსლიმები მომაგრდებიან და იწყებენ ხმაურიან ქმედებებს. მათ საფრანგეთი ნოკაუტში ჩააგდებს. საფრანგეთის ახალი პრეზიდენტიც ნაციონალისტია(!) შავკანიანებს დაერევა, ყვითელკანიანებსაც, დაიწყებს საფრანგეთის გასუფთავებას. ისეთი დაპირისპირებები წავა, რომ არცერთი ორგანიზაცია არ იარსებებს, რომელიც ხმას აიმაღლებს – დემოკრატიულ ხმას, საფრანგეთის ამ ქმედებების წინააღმდეგ.დედამიწაზე ერთი პერიოდი, ვხედავ, ფეხს მოიკიდებს ნაციზმი.1996 წელი, 18 მარტი, დილის 10 საათიოსები და ინგუშები ერთმანეთს დაერევიან, ვხედავ. ინგუშეთი ჩეჩნეთის მხარეზეა გადახრილი და ეხმარება მათ. რუსეთმა ეს იცის, მაგრამ ვერაფერს გააწყობს. კვლავ ვიმეორებ ჯერ კიდევ როდის ნაწინასწარმეტყველებს: ჩეჩენ-ინგუშ-ოსთა ომი!ოსები საქართველოს ვერაფერს გამოსტყუებენ. ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს ავტონომიები, არსებობს ერთიანი, თავისუფალი საქართველო – ხელშეუხლებელი! გახსოვდეთ!საქართველოში დიდი ცვლილებები მოხდება. ვხედავ სწრაფ შესვლას აფხაზეთში. ამას უკვე ვეღარავინ დამალავს. რუსეთს მაგრად ეთხრება ძირი და, ბოლოს და ბოლოს, ინებებენ არა მხოლოდ აფხაზეთიდან, არამედ მთელი საქართველოდან გაბრძანებას. ეს ელვის სისწრაფით მოხდება.
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ნამდვილი მოლაპარაკებები აღდგება – ყოველგვარი სიცრუის გარეშე.
რუსეთს ძალიან, ძალიან გაუჭირდება, ვხედავ.თბილისი დასუფთავდება.* * *დგება აყავავების, სიძლიერისა და მართლა მშვიდობის პერიოდი.ბრიტანეთი დიდი მეგობარია საქართველოსი, ახალი დედოფალი ეწვევა საქართველოს. არც რომის პაპი ჩამორჩება – იგი ემთხვევა საქართველოს მიწას.ვხედავ, იმართება მსოფლიო მნიშვნელობის შეკრებები ძლიერთა ამა ქვეყნისა. შავ ზღვაზე ქართულ ფლოტთან ერთად დგანან ამერიკის გემებიც. სად არის რუსეთი? არსად!მუსლიმთათვის საქართველო ნეიტრალური (დაიმახსოვრეთ), ღვთიური ქვეყანაა, ამიტომ ისინიც იკრიბებიან საქართველოს მიწაზე სათათბიროდ. ისეთი სახე აქვს ამას, თითქოს გაეროს შტაბი საქართველოშია გადმოტანილი.დაიწყება ისტორიის წერა და ჩამოყალიბდება ნამდვილი ისტორია…მომავალში საქართველოს თურქეთთან ურთიერთობები დაეძაბება. თურქეთში მოდის პრეზიდენტი, რომელსაც არ აწყობს ისეთი ძლიერი მეზობელი, როგორიც გურჯები არიან. მაგრამ თურქეთი წააგებს, ირანი მოთხრის, პრეზიდენტს გადააგდებენ.თბილისში საფრანგეთი ღრმად გაიდგამს ფესვებს − ააშენებს უნიკალურ საბავშვო გასართობ პარკებს. ამერიკელები სამხედრო, ხოლო იაპონელები მეცნიერული ხაზით შემოდიან კონტაქტში. მათ აინტერესებთ ჩვენი კავკასიონი, მთები და ა.შ. რასაც ვხედავ დღეს, მომავალში რეალურად სრულდება.1996 წელი, 31 მარტი, დილის 5 საათისაქართველოში ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება. წარსულიდან მოსული პოლიტიკოსები გაქრებიან არენიდან. მოდის სულ სხვა მოძრაობა, ახალი ხალხი. დღეს რაც ხდება, ყველაფერი დროებითია.
…აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი გადაწყდება მოულოდნელად.
ოსეთს ძალიან დიდი სირთულეები ელის. კავკასიაში ძალიან გაუჭირდება. მათ ანგარიში არ გაუწიეს ინგუშებს, საქართველოს კი მიწას ემართლებოდნენ. რას ჩადიან, ღმერთმა უწყის. ისჯებიან!!!…კავკასიის ომები ეხლა იწყება, საქართველო კი მშვიდდება და ძლიერდება. თურქეთი თამაშს შეწყვეტს საქართველოსთან. იქნება ამის მიზეზი – ვეღარ იგულავებენ შავ ზღვაზე და საქართველოში.აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს ჩემოდნებზე ვხედავ, რუსები თხრიან.ნატოს წარმომადგენლები ირბენენ თბილისში. სამხედრო ბაზებზე იქნება ლაპარაკი. რუსეთი, ვხედავ, ვეღარ ჩაერევა საქართველოს საქმეებში. შავ ზღვაზე ქართული, ნამდვილი ფლოტი იქმნება ამერიკელების დახმარებით. ჯერ-ჯერობით კი საქართველოს უჭირს, იმიტომ, რომ ძალიან სუსტი და უვიცი ხელისუფლება ჰყავს…
აფხაზეთი — შევდივართ! შევდივართ! ომით! ომით! ომით! …და არქმევენ მშვიდობას!
1996 წელი, 1 აპრილი, დილის 6 საათირუსეთის განცხადება ომის შეწყვეტაზე, ანუ ჯარის გამოყვანის თაობაზე ჩეჩნეთიდან, ტყუილია. არ დაიჯეროთ! ისინი ფიქრობენ, ტომარაში მოამწყვდიონ ჩეჩნები, ტომარა კი აფხაზეთია. ამით ორ კურდღელს დაიჭერს რუსეთი. ცდილობს, აფხაზეთში ქართველები შეუშვან. მაგარ სცენარებს დადგამენ….აფსუებისა და მათი ვითომ პრეზიდენტის დრო დათვლილია. დასავლეთი – სამეგრელო ისე დაიძაბა, რომ არავითარი მითითება არ არის საჭირო, ისედაც შევარდებიან საკუთარ მიწა-წყალზე – აფხაზეთში. აფხაზები − ეს ქართველებია, აფსუები კი − ჩამოსული მუსლიმები.
რუსეთის მზაკვრული გეგმები საქართველოს მიმართ ჩაშლილია ასი პროცენტით. ისინი საქართველოს ვეღარ უმტრობენ; მორჩა, ღვთის ნებით!
ასევეა სამაჩაბლოშიც. საქართველოს მიწაზე ერთი ოსიც კი არ გაჭაჭანდება. ოსები ტყუილად ირჯებიან – ვერ დაბრუნდებიან. რატომ? აი ნახავთ.ქუჩაში დარჩენილი პარტიები სანდონი არ არიან. ეს მალე გამომჟღავნდება. წარსულში ქაღალდზე აღრიცხულ პარტიებს გააუქმებენ კანონის ძალით…1996 წელი, 10 მაისი, დილის 6 საათირუსეთს სურს თუ არა, აფხაზეთს გვიბრუნებს; ნაწილ-ნაწილ, მაგრამ გვიბრუნებს.
რუსეთი ჰგავს ძუნწ მათხოვარს: ჯერ გალი, მერე ოჩამჩირე, მერე სოხუმი, მერე გაგრა, მერე გუდაუთა და ფსოუ.
სასაცილოა!1996 წელი, 26 მაისი, დილის 8 საათიის, რაც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, ყველაფერი უნდა ასრულდეს. ამიტომ, ჩვენ მივდივართ უფრო წინ. დრო განუსაზღვრელია.დედამიწაზე სიცოცხლე გრძელდება. მესამე მსოფლიო ომის შემდეგ თითქოს სიცოცხლე ჩაკვდა, მაგრამ ეს ასე არ არის, პირიქით, დედამიწა იწყებს სუნთქვას. დაიწყება რელიგიისთვის ბრძოლა და დარჩება ისევ საქრისტიანო, როგორც მოდიოდა ადამ და ევას დროიდან. ისევ ქრისტე – ქრისტიანობა და არა სხვა სარწმუნოება.ამ საკითხით დაკავდება მთელი კაცობრიობა. მაგალითად, ვხედავ, ევროპიდან მუსლიმები დაიწყებენ გასვლას და მოედებიან აზიას, საიდანაც, ფაქტობრივად, წამოვიდნენ. ბოსნია-ჰერცოგოვინა დასუფთავდება. ამ ადგილზე ქრისტიანები იცხოვრებენ მხოლოდ. ბულგარეთში თითქმის ყველა მოინათლება, საფრანგეთში შვკანიანი თითქმის აღარ დარჩება, ყველა თავის სამშობლოს დაუბრუნდება.საოცარია! ადამიანები, ანუ მეცნიერები, ვხედავ, ცვლიან დროს, ანუ ციფრებს… წელთაღრიცხვა იწყება ისევ პირველი საუკუნით და ასე შემდეგ. ძალიან გამიჭირდა ახსნა. ალბათ, ეს პერიოდი როცა მოვა, მიხვდებით, რისი თქმაც მინდოდა.ისევ დაიწყება დედამიწის დაყოფა. ამ ეტაპზე ამერიკა უფრო ძლიერია მთელს მსოფლიოში და იგი იდირიჟორებს.ისრაელი არ არის პალესტინა, ეს არ არსებობს. იერუსალიმი და გოლანის მაღლობები მათ ეკუთვნით – ებრაელებს. არაბები განიდევნებიან. მუსლიმები ქმნიან საკუთარ ტერიტორიას, ასევე ქრისტიანებიც.რუსეთი იწყებს გამოცოცხლებას, ნელ-ნელა იკრებს ძალებს. რუსეთის სათავეში (2030 წელია დაახლოებით, მეტი თუ არა, მაგალითად, 3030 წელი) მოდის ისევ ქართველი – სტალინის ტიპისა. ხელები აქვს მარჯვე და ძლიერი. ხელაშვილი! იგი მართლა უშველის რუსეთს (რუსი თვითონ სათავეში არ მოვა). იგი კომუნისტი არაა. ეს უკვე სულ სხვა წყობაა, ნამდვილი დემოკრატია (რასაც ვხედავ, რეალურია, სიმართლეა, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. სულაც არ გვაინტერესებს. ამდენი რამ სრულდება და ბოროტი ზრახვები მაინც ვერ დათრგუნეთ). ყალიბდება ახალი, ნამდვილად დემოკრატიული რუსეთი, მაგრამ ისევ ქართველის ხელში წამოიწევს წინ.საქართველო იმ დროისთვის, იმ საუკუნისთვის, ძლიერი, ჩაკეტილი სახელმწიფოა.1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათივხედავ მუხლობრივად:1. მონღოლეთსა და ჩინეთს შორის დაიწყება ომები. აღმოსავლეთი იძაბება უკვე მუსლიმებისთვის.2. დედამიწაზე, ბუნებაში ისეთი ცვლილებები არ იქნება, როგორსაც გულისხმობენ მეცნიერები…3. ბალტიისპირეთი − ლიტვა, ლატვია და ესტონეთი არ მოისურვებენ გერმანიის ტერიტორიასთან შეერთებას. ატყდება დიდი ამბები. რუსეთი მათ მიეხმარება. ამ დახმარებას დიდი სიამოვნებით მიიღებენ.4. უკრაინის ფლოტი ძლიერია. საბოლოოდ რუსეთი ყირიმს ვერ წაართმევს უკრაინას. რუსეთი შავ ზღვაზე არასდროს და ვერასდროს იმეფებს!5. თურქი-მესხები უნდა განლაგდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში; საქართველოში ერთი პროცენტიც კი არ იქნება.6. მესხეთ-ჯავახეთიდან სომხები იწყებენ გასვლას.7. თურქეთი ძალიან ახლო კავშირში იქნება საქართველოსთან. სხვათა შორის, ქართული არმია ძალზე ძლიერია და ითანამშრომლებენ.8. უკრაინაში აფეთქებულ ატომურ სადგურზე იწყება სერიოზული მუშაობა. ჩერნობილი – ეს ხუმრობა არაა. მომწამლავი რადიაცია უკვე კოსმოსშია. ეს საკითხი შეეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, ამიტომ ერთიანი ძალით შეუტევენ ამ უხილავ შავ ძალებს – რადიაციას. აი მაშინ კი სერიოზულად და ნამდვილად სუფთავდება მთელი დედამიწა.9. ამას ასევე მიყვება სომხეთის ატომური სადგურის დაშლაც. ადამიანი იწყებს ატომის განადგურებას; თითქოს ვინც მას შეეხება, წყეული იქნება. მოძებნიან სხვა საშუალებას, რომელიც შეცვლის ატომს.1996 წელი, 26 ივნისი, დღის 3 საათი… სანამ რუსეთი სუსტდება, საქართველოში უკვე ძლიერია ამერიკის ზეგავლენა. რუსეთი ჩუმდება. ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე.დღეს დილით ყველაფერი ეს, სანამ დავწერდი, ავთო იოსელიანს მოვუყევი.1996 წელი, 27 ივნისი, დილის 11 საათიმომავალში ერთი პერიოდი რთული ექნება საქართველოს მთავრობას. ყველა ერთმანეთს დაერევა, დაიწყება მთავრობის გადახარისხება, მოხსნა და ცოტა თავიანი, უკვე ჭკვიანი პიროვნებების მოსვლა სათავეში. ზედა ფენა ნელ-ნელა დაიწმინდება და მართლა ეშველება საქართველოს.აფხაზეთი (უკვე მერამდენედ ვიმეორებ) საქართველოა! რუსები მოთხრიან დე-ფაქტო პრეზიდენტს.რუსეთი ბევრ დათმობაზე წავა, ასე ვთქვათ, მუხლს მოიდრეკს, ბოლოს და ბოლოს და მაშინ ეშველება საქართველოს.1996 წელი, 12 ივლისიღამის ოთხის ნახევრიდან ოთხ საათამდე გაიხსნა კონტაქტები ვანგასთან. იგი მიდიოდა, არ დამაძინა. მე დავინახე მისი სიკვდილი. ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ!დავრჩი მარტო!ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ!1996 წელი, 18 სექტემბერი, საღამოს 5 საათიაფხაზეთში შესვლა მოხდება ძალიან სწრაფად.ოსების განცხადება ტაკიმასხარაობაა და მეტი არაფერი. „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკა ორ კვადრატულ მეტრ მიწაზე, ესე იგი, ოსეთი? არასდროს! ეს სულელური განცხადება მსოფლიოში გამოიწვევს სიცილს. ცირკში მასხრის წარმოთქმულ სიტყვებს რომ ვისმენთ, რა მოჰყვება? – სიცილი. საწყალი ოსეთი! ასეთი პოლიტიკური თამაში, რომელსაც ბავშვიც კი არ იკადრებს, მათ ღირსებას უკარგავს მთელ დუნიაზე.მოკლედ, მომავალში საქართველოს საზღვრები ჩაიკეტება საიმედოდ. შავი ზღვა აუცილებლად გახდება სტრატეგიული ცენტრი ამერიკისა და ევროპისა. ვხედავ სამხედრო გემებს ნატოს შეიარაღებული ძალების ემბლემით. რუსეთი წინააღმდეგ ვეღარ წავა.რუსეთში ჩემი ნაწინასწარმეტყველები კაცის პრეზიდენტობის დროს კავკასიას ეშველება.საქართველო ნელ-ნელა იწმინდება, მოდის ახალი მთავრობა. იმედები ჩემს საყვარელ საქართველოს აღარ გაუცრუვდება.მოდის ახალგაზრდობა ძლიერი ნაბიჯებით, ნათელი გონებით – სავსენი არიან საქართველოს სიყვარულით!ახალი პარტიების ჩამოყალიბებას ვხედავ. დღევანდელი პარტიები არ იარსებებენ მომავალში, ყველაფერი წარსულად რჩება.ისრაელიდან ქართველი ებრაელების მობრუნებას ვხედავ; დროებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის (სანამ ომი არ დამთავრდება ისრაელში).აფხაზეთში დაიწყება მუშაობა მუსლიმთა წინააღმდეგ. მხოლოდ ქართული დედაენა, სკოლები, ინსტიტუტები, არავითარი აფსუების ენა. ქართულ მიწაზე აჟღერდება ქართული დედაენა. იწყება საქართველოს გაერთიანება!ზურაბ ჟვანია მოისურვებს, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე მას ვერ ვხედავ მომავალში!!!პრეზიდენტი, რომელსაც ვხედავ, საზღვარგარეთიდან მოდის.ამერიკის გავლენა საქართველოში ძლიერი იქნება. შავი ზღვა წარმოადგენს დიდ ინტერესს და აქ ამერიკა შეეცდება, საქართველოს დაეხმაროს მის ათვისებაში. ქართული ფლოტი იქმნება ამერიკის დახმარებით. 4-5 გემს ვხედავ − სამხედრო გემს, საქართველოს დროშით, შიგ კი ამერიკელები არიან, ესე იგი, გემებს ჩუქნიან საქართველოს. ამით საქართველო არაფერს აგებს, ამერიკა კი შავ ზღვაზე იღებს ძალაუფლებას, რაც ძალიან აწყობთ თურქეთისა და სხვა სახელმწიფოების მიმართ მოქმედებაში. რუსეთი აყვირდება, მაგრამ რუსეთმა საქართველოსთან თამაშით ბევრი რამ წააგო. საქართველო რუსეთს აღარ ენდობა მომავალში. ეს სწორი ნაბიჯია ქართველთა მხრიდან.ნავთობის მილი ამუშავდება. რუსეთი იძირება.1996 წელი, 27 სექტემბერიკავკასიის ომი უფრო გაღვივდება. კონფედერატებიც (თუ რაც ერქმევათ მუსლიმთა თაოსნებს) ომს უცხადებენ რუსეთს. არანაირ დათმობებზე არ წავლენ, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ომის ცეცხლში გაეხვევა.რუსეთი დაიწყებს საზღვრების გამაგრებას. მაგალითად, აფხაზეთის მხრიდან კავკასიელებს იმხელა დახმარება აქვთ თურქეთისა და სხვა მუსლიმური სახელმწიფოებისაგან, რომელიც მათ გადააქვთ აფხაზეთის გავლით, რომ რუსეთს უკვე უჭირს ამის გაკონტროლება. მათ ჩეჩნეთში, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ. სცენარს, რომელიც საქართველოში დადგეს, ჩეჩნეთში ბოლომდე ვერ მიიყვანენ, იმიტომ, რომ მუსლიმები გართიანდებიან, საქართველო კი გაყოფილი იყო. ერთმორწმუნენი ერთმანეთს ანადგურებენ, მუსლიმები კი ერთიანდებიან.ჩეჩნეთის სათავეში ახალი ხალხი დგას, ვხედავ, ახალ სახელებს და გვარებს გამოაცხადებს რუსეთის ტელევიზია. ეს ომი კავკასიონს არ გადმოცდება. თვითონ რუსეთი ეხმარება საქართველოს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გადაკეტვაში.აქ იწყება მესამე მსოფლიო ომი!1996 წელი, 8 ოქტომბერირუსეთში ხდება მთავრობის ცვლა. ვხედავ, მომავალში არცერთი პოლიტიკოსი, ვინც კია დღეს, აღარ ფიგურირებს. მოდის ნაწინასწარმეტყველები პრეზიდენტი! აფხაზეთი უკვე პრობლემა აღარ იქნება საქართველოსთვის, არც სამაჩაბლო.აფხაზეთში აფსუებს ვეღარ ვხედავ. დე-ფაქტო პრეზიდენტს თვითონ რუსები თხრიან. ფაქტობრივად, აფხაზეთი ცარიელია. ყველაფერი მომწიფებულია იმისათვის, რომ აფხაზეთში შევიდეთ. ქართველი ქართულ მიწებს იბრუნებს!ოსები და ინგუშები ვერასდროს მორიგდებიან – ისინი ომს იწყებენ.ჩეჩნეთი რუსეთს თავს არ დაუხრის. რუსეთი მოჩვენებით რაღაც დათმობებზე წავიდა ჩეჩნეთთან, რათა ომი დაემთავრებინა მსოფლიოს თვალში, მერე კი შიგნით მოუვლიან. ამიტომ ჩეჩნეთში ომი არ დამთავრებულა − კავკასიაში ახლა იწყება ომები!საქართველოში წარსულში რჩებიან ძველი პოლიტიკოსები. და საერთოდ, მოდის მესამე ძალა − ობიექტური და ძლიერი. სიმართლე თავის სიტყვას იტყვის.ჩემი ქვეყანა ძლიერია! ჩემი საქართველო ერთიანია! ჩემი საყვარელი ერი მართლა თავისუფალია!მომავალი პრეზიდენტი განათლებული და გულისხმიერია. ის ბინძურ პოლიტიკას არ ითამაშებს. ამიტომ ვაფასებთ და მივეხმარებით კიდეც. ის საზღვარგარეთიდან აფიქსირებს ჩემს წინასწარმეტყველებებს. ამით იცის უკვე, რისთვის უნდა იბრძოლოს და რა უნდა აკეთოს. სწორ მიმართულებას ვაძლევთ, იგი ჭკვიანურად გამოიყენებს ენერგიებს — მომავალშია ეს ყველაფერი.საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭე უნდა გადაიკეტოს! რატომ?1. ოსთა და ინგუშთა ომი.2. დაღესტანი! დაიმახსოვრეთ: ისინი ღრმა მუსლიმები არიან. მათ სურთ, რომ დაღესტანი დემოკრატიული რესპუბლიკა იყოს, როგორც ყველას. დაიწყება მოძრაობები, მაგრამ არ სურთ, ჩეჩნებს აჰყვნენ ამჯერად. ჯერ ელოდებიან, რას დაუთმობს ჩეჩნებს რუსეთი და მერე, როგორც კი ჩეჩნეთის ომი დამთავრდება, წამოაყენებენ მოთხოვნებს უომრად… მაგრამ არეულობებს მაინც ვერ აცდებიან − აქაც ომია. ესე იგი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ა.შ. ეს არის ნაყოფი რუსეთის უნიჭო პოლიტიკისა.კავკასია არასდროს ყოფილა რუსეთი და არც იქნება. ამინ! ამინ! ამინ!