“ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული სამყაროს ბედი” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ამ დროისთვის კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობაა 113,739
გარდაიცვალა 4,016
გამოჯანმრთელდა 63,663
ძალიან იმედის მომცემი სტატისტიკაა, მაგრამ მგონია რომ ვიღადავეთ დამოკიდებულება არასწორია. ესპანეთმა თემას ძალიან არასერიოზულად რომ შეხედა , ვხედავთ ციფრებს. ისევე როგორც იტალიამ და მთელი ქვეყანა კარანტინია. მთავარია ყველას გვესმოდეს რომ ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული სამყაროს ბედი. ამიტომ უნდა ვაკეთოთ ის, რასაც გვირჩევენ ☀️ სიცხე მაქვს დავმალე რომ პატიმრობით ისჯება ყველაზე სწორი იდეაა” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.