ახლა კარგად მომისმინეთ, ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ! – ნოდიკო ტატიშვილის ემოციური პოსტი კორონავირუსზე

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმათავს
„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის!
თქვენი გულწრფელი კეთილი სურილები ძალას მმატებს!
ამიტომ გაუფრთხილდით თავს, დარჩით სახლში თუ აუცილებელი არაა გარეთ გასვლა და გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია!
P.S მგონი ვახერხებხოლმე პასუხის გაცემას პირადში, თუმცა თუ ვერ გიპასუხეთ, არ გეწყინოთ!
ბედნიერები იყავით და ჯანმრთელები მთელი ცხოვრება!
ახლა კარგად მომისმინეთ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ყველა რეკომენდაცია ვირუსის პრევენციისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი სტრესი ხომ ისაა, რომ ვინმეს შეიძლება დაუდასტურდეს covid19 და მეორე სტრესი კიდევ ის, რომ ჯან.დაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა! დეტალურად ცოტა უკეთ რომ ვიქნები, მერე მოვყვები ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ!“- წერს ნოდიკო ტატიშვილი.