“ახლა მოგიყვებით გაცილებით უფრო მძიმე ისტორიას, რომელიც ამხელს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ღალატში” – დავით ნებიერიძე

ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში მეუფე შიოს ქადაგებას ეხმიანება:
ახლა მოგიყვებით გაცილებით უფრო მძიმე ისტორიას, რომელიც ამხელს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ღალატში. ეს ისტორია გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე ანაკლიის პორტთან დაკავშირებული პროცესები და ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.
ჯერჯერობით სპეციალურად არ დავასახელებ იმ წესიერი ადამიანის ვინაობას, ვისთანაც პირადად ჰქონდა შეხვედრა ივანიშვილს და ზუსტად მასთან საუბარში გამოამჟღავნა ივანიშვილმა მოღალატეობრივი დამოკიდებულება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. მხოლოდ ამ წესიერი ადამიანის ნებართვის შემდეგ მე შევძლებ დავასახელო მისი ვინაობა და უფრო მეტიც, პირადად მოვაყოლო მას საჯაროდ ივანიშვილთან ამ შეხვედრის დეტალები.მაშ ასე, ეს შეხვედრა შედგა მაშინ როდესაც ივანიშვილი აკომოლექტებდა თავის გუნდს, რომლითაც ის 2012 წელს უნდა მოსულიყო ხელისუფკებაში და ამ ჩემს მეგობარს შესთავაზა ადგილი გამსვლელ საპარლამენტო სიაში. სწორედ ამ მიზნით მიიწვია ის თავის სასახლეში და ზუსტად იქ შედგა ეს საუბარი.
ეს ჩემი მეგიბარი არის აფხაზეთიდან დევნილი და ზვიად გამსახურდიას უახლოესი თანამებრძოლი. ივანიშვილთან საუბრის ბოლოს მან ბიძინას დაუსვა შეკითხვა აფხაზეთთან დაკავშირებით და მიაყოლა, რომ ასაკიდან გამომდინარე მას აქვს გადაულახავი სურვილი მოესწროს სოხუმში ჩვენს დაბრუნებას და აინტერესებდა ივანიშვილის ხედვები მის ამ ოცნებასთან დაკავშირებით. რაზეც მიიღო გამაოგნებელი პასუხი, რომელსაც მაქსიმალური სიზუსტით გადმოგცემთ:ივანიშვილი – “დევნილების დაბრუნების საკითხს ძალიან მარტივად მოვაგვარებთ. მაგაზე ფაქტიურად სადარდებელიც არა გაქვს. ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და პუტინი თავად დაგაბრუნებთ დევნილებს აფხაზეთში.”
ეს პასუხი იმდენად გამაიგნებელი იყო, რომ ჩემმა მეგიბარმა ვერ დამალა გაღიზიანება და აგრესია. რის გამოც ივანიშვილი დაფრთხა და შეეცადა თავისი პასუხი შეერბილებინა:
ივანიშვილი – “ვერ ვისწავლე კაცო პოლიტიკურ თემებზე რომ არ უნდა ვიხუმრო”.ჩემი მეგიბრისთვის ყველაფერი გასაგები გახდა. მან დატოვა შეხვედრა და უარი თქვა ივანიშვილის საპარლამენტო სიაზე, რომელიც გარანტირებული ჰქონდა თუ ნამუსზე და ღირსებაზე უარს იტყოდა.